დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 62 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
მიღების თარიღი | 27/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010210060.74.086.016062 |
|
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1.
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი 20-ით დამტკიცებული „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-4 მუხლის 141 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„141. მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ან 65 წლის ასაკის მიღწევამდე ბოლო 5 თვის განმავლობაში, როგორც წესი, მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება, გარდა იმ სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებისა, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს. აღნიშნული წესი არ ვრცელდება თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ მოსამართლეზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლეა, ხოლო სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს შესაბამის პალატაში სამზე ნაკლები მოსამართლეა.“. |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები