დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 11 მარტის, №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 08 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016567 |
08
27/03/2024
ვებგვერდი, 29/03/2024
190020020.35.159.016567
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 11 მარტის, №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
|
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველბის კოდექსის“ 16-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 14/03/2019; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.159.016361) დანართი №1-ში და
დადგენილების დანართი №1-ის 8-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა განიხილოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების განცხადება, შეისწავლოს მათი მდგომარეობა და გაუწიოს დაფინანსების რეკომენდაცია მუნიციპალიტეტის მერს ან/და მის მიერ უფლებამოსილ პირს, ბენეფიციარისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის (არაუმეტეს 2000 ლარისა) ან/და ჯანმრთელობის დაცვის (ოპერაცია, გამოკვლევა) მიმართულებით“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები