ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.141.016415
8
27/03/2024
ვებგვერდი, 28/03/2024
010250020.35.141.016415
ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2024 წლის 27 მარტი

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს  „ჩამოსაწერი არაფინანსური აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი“ დანართი №2-ის შესაბამისად (ფორმა №1).

3. დამტკიცდეს  „არაფინანსური აქტივის ლიკვიდაციის აქტი“ დანართი №3-ის შესაბამისად (ფორმა №2).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან



დანართი №1

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება

წინამდებარე წესი განსაზღვრავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურებს.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. დაწესებულება – ახალქალაქის  მუნიციპალიტეტი და მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.

2. ქონება – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული (მათ შორის, მუნიციპალიტეტისგან სარგებლობის უფლებით გადაცემული) აქტივები.

3. არაფინანსური აქტივები – ყველა სახის უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის, მცირეფასიანი აქტივები.

4. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.

5. კომისია – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით მუნიციპალიტეტში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი კომისია.


მუხლი 3. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერა

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული/ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება:

ა) მოძრავი ქონების:

ა.ა) მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით (გარდა 500 ლარზე ნაკლები საბალანსო ღირებულების ამორტიზებული მოძრავი ქონებისა);

ა.ბ) 500 ლარზე ნაკლები საბალანსო ღირებულების ამორტიზებული მოძრავი ქონების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით;

ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.

2. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული (მათ შორის, მუნიციპალიტეტისგან სარგებლობის უფლებით გადაცემული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება:

ა)   მოძრავი ქონების:

ა.ა) დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერისა და  საკრებულოს თანხმობით (გარდა 500 ლარზე ნაკლები საბალანსო ღირებულების ამორტიზებული მოძრავი ქონებისა);

ა.ბ) 500 ლარზე ნაკლები საბალანსო ღირებულების ამორტიზებული მოძრავი ქონების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით;

ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.

 

მუხლი 4. ამორტიზებული ან/და  გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის პროცედურები

 1. მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ  დაფუძნებული  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით, კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს მათი ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ჩამოსაწერი არაფინანსური აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (ფორმა №1) და ჩამოსაწერი არაფინანსური აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (ფორმა №2) თითოეულ აქტივზე ცალ-ცალკე. კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა ჩამოსაწერი ქონების შეფასების მიზნით.

2. კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

მუხლი 5. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა

1. მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამ დადგენილების ფორმა №2 საფუძველზე ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად.

2. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა  ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 6. ჩამოწერილი გამოუსადეგარი ქონების განადგურება

1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი  კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი.

3. ქონების განადგურებად ითვლება მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების მიღება-ჩაბარების აქტით შესაბამისი იურიდიული პირისთვის (ნარჩენების გადამზიდი იურიდიული პირი) გადაცემა.