დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.127.016472 |
|
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილების (ვებგვერდი, 28/12/2023 წ. სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.127.016460) 1-ლი მუხლის დანართი №1-ის 1-ლ, მე-2, მე-3, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-17 მე-19, მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„დანართი №1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი თავი I მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 43 685,2 ათასი ლარის ოდენობით: ათასი ლარი
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 13 092,1 ათასი ლარის ოდენობით: ათასი ლარი
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 27 539,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 19 799,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 19 849,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 50,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათასი ლარი
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 16 145,8 ათასი ლარი, მთლიანი სალდო – 3653.8 ათასი ლარი. ათასი ლარი
მუხლი 17 1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 1. მოსახლეობის ჯანდაცვა (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამის აღწერა: ჯანმრთელობის ხელშეწყობა და საგანგებო სიტუაციების მართვა, კომპენტენციის ფარგლებში. (წესდების შესაბამისად). პირველადი ეპიდკვლევების განხორციელება, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა.ეპიდზედამხედველობის სისტემაში პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა.დაავადებათა ერთეული და ჯგუფური შემთხვევების დაფიქსირება/პრევენციული ღონისძიებები. დაავადებათა სეზონურობიდან და ციკლურობიდან გამომდინარე,დაავადებათა შემთხვევებზე აქტიური და პასიური ზედამხედველობის დამყარება, შედეგების დაგროვება დამუშავება რაოდენობრივად, ასვე ხარისხობრივად. დაავადებათა სტატისტიკური მაჩვენებლების გამოთვლა . პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული, იმუნიპროფილაქტიკისთვის, საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის. „ცხოვრებოს ჯანსაღი წესის“ ღონისძიებების დამკვიდრების ხელშეწყობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, მოსახლეობის ინფორმირებულობა მიზანი: ჯანმრთელობის ხელშეწყობა, მოსახლეობის ინფორმირებულობა, იმუნიზაციით მართვადი დაავადებების შემთხვევების შემცირება, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებაში ინფექციურად გადამდები დაავადებების (შიდსის, С და B ჰეპატიტების, კანის და საფარველის დაავდებების შემცირება, ტუბერკულოზის შემტხვევების შემცირება, სამედიცინო ფაწესებულებებში ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი შემცირების მიზნით, თამბქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება და თავშეყრის ადგილებში წესების დამკვიდრება 1.2 სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურიდახმარებებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სოციალური პროგრამები მოიცავს: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები /რეგისტრირებული/ (მათშორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული დევნილი) მოქალაქეებისათვის დახმარების ღონისძიებებს: ოჯახების განვითარების, ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობის და პრევენციული ღონისძიებების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებების ერთობლიობას, აგრეთვე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თავშესაფრების და მსგავსი გაერთიანებების მიმართ დახმარების ღონისძიებებს, სადაც მიმდინარეობს, მხოლოდ სოციალური ხასიათის მხარდამჭერი ღონისძიებებები და მასში გაერთიანებულია გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე პირთა ჯგუფი (სოციალურიჯგუფი). 1.2.1 მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების ფინანსური დახმარება (პროგრამულიკოდი 06 02 01) 1. ლეიკემიით, ჰემოფილიით და ჰომოზიგოტური B თალასემიით დაავადებულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება განისაზღვროს 600 ლარით . 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბენეფიციარებს, რომელთა დიაგნოზია ცერებრალური დამბლა, აუტიზმი და დაუნის სინდრომი განესაზღვროთ დახმარება 600 ლარი . 3. 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები, რომლებთაც მინიჭებული აქვთ შ.შ.მ. პირის სტატუსი გარდა იმ პირებისა რომელთა დიაგნოზია ცერებრალური დამბლა, აუტიზმი და დაუნის სინდრომი, განესაზღვროთ დახმარება თითოეულს – 200 ლარის ოდენობით. შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები რომელთა დიაგნოზია ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა დახმარება ერთჯერადად 1 200 ლარი. 4. მარტოხელა ოჯახები (დედა, მამა) რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები დახმარება განისაზღვროს 200 ლარით. 5. მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) დახმარება განისაზღვროს 500 ლარი. 6. ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევა. დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა 200 ლარი. 7. რადიოაქტიური იოდით მკურნალობა – 500 ლარი. 8. ონკოლოგიური ავადმყოფების დახმარება – 500 ლარი. წლის განმავლობაში ქიმიო და სხივური თერაპიით, მედიკამენტებით მკურნალობისათვის დამატებით 200 ლარი. 9. ოფთალმოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის ავასტინის ინექციის დახმარება – 300 ლარი. 10. „განსაკუთრებულ შემთხვევებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე დახმარება“. ოჯახი/პირი დახმარება განისაზღვროს 100-დან არაუმეტეს 500 ლარი, წლიური ბიუჯეტი 240 000 (ასი ათასი ) ლარი. 11 . ქვეპროგრამა: „გადაუდებელი საჭიროების“ პროგრამა. წლიური ბიუჯეტი 10 000 ლარი პროგრამა ითვალისწინებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების გადაუდებელ მხარდაჭერას. დახმარება ერთ ოჯახზე არაუმეტეს 1000 ლარისა. ქვეპროგრამა მისახლეობისათვის მტაცებელი ცხოველებიდან მიყენებული ზარალის ანაზღაურება. ბიუჯეტი 10 000 ლარი. 12. ქვეპროგრამა: „სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საშეშე მერქნით დახმარება“ – ბიუჯეტი 90 000 ლარი. 13. ქვეპროგრამა: ხანდაზმულთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირება 60 60+ ბიუჯეტი – 10 000 ლარი ხანდაზმულთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირება ძირითადი სამიზნე ჯგუფები პირდაპირი ქალები 60+, მამაკაცები 65+ . 14. ქვეპროგრამა: სააჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების დახმარება. ბიუჯეტი 24400 ლარი (დელეგირებ) ქვეპროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა ძალაშია 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 15. ქვეპროგრამა; სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულების ფინანსური დახმარების პროგრამა – ერთჯერადად 500 ლარი. პროგრამის მიზანი და, მოსალოდნელი შედეგი: დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელშეწყობა. ოჯახების გაძლიერება. ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია. მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობა. ოჯახების გაძლიერების ხელშეწყობა მათი მოწყვლადობის აღმოფხვრის მიზნით. პროგრამით ისარგებლებს 2500 – 3000 ბენეფიციარი. 1.2.2 ეპილეფსიითა და პარკინსონით დაავადებულთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს მატერიალიზებული ფორმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიღმა დარჩენილი, ეპილეფსიითა და პარკინსონით დაავადებული ბენეფიციარების დახმარებას. მიზანი: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობა. 100 – 110 ბენეფიციარის ყოველთვე უფასო მედიკამენტით უზრუნველყოფა . 1.2.3 თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა დახმარება/ფსორიაზით (გენერალიზებული ფორმა), (ვულგარული ფორმა) და ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელება დაავადებული ბენეფიციარების დახმარება აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის (ჰემო და პერიტონიალურ) პროგრამაში მყოფი ბენეფიციარების ყოველთვიური დახმარება ქვეპროგრა: ფსორიაზით (გენერალიზებული ფორმა), (ვულგარული ფორმა) დაავადებული ბენეფიციარების დახმარებას თანხის ოდენობა 150 ლარი. საპილოტე პროგრამა. მიზანი: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობა. 55 ბენეფიციარის ყოველთვე 200 ლარის ოდენობით დახმარება ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების (4 ბენეფიციარი) ყოველ თვე 150 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს ჯანმრთელობის მდგომარეობი გასაუმჯობესებლად. ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელება სამ თვეში ერთჯერ – დახმარება 200 ლარის ოდენობით. 1.2.4 „უფასო სადილით“ უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 04) აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს: მატერიალური ფორმით დახმარებას ( უფასო სადილი) პირის/ოჯახის მიმართ მიზანი: სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ერთიან ბაზაში (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს) სადილით უზრუნველყოფა დღეში ერთჯერ 115 ბენეფიციარის, უფასო სასადილოში ყოველდღიურად მომსახურეობა (კვებით უზრუნველყოფა). 1.2 5 ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (ახალშობილები) (პროგრამული კოდი 06 02 05) აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს ფულადი დახმარების გაცემას იმ პირების/ ოჯახების მიმართ რომელთაც შეეძინათ ახალშობილი. პირველ და მეორე ახალშობილზე გასაცემი თანხა 250 ლარი. ოჯახი (ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი) რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, გარდა დევნილისა. მე-3, მე-4 და მეტი ახალშობილის ოჯახზე – 250 ლარი, მე-7 და მეტი ახალშობილის ოჯახზე 1000 ლარი. ტყუპი ახალშობილის ოჯახზე გასაცემი თანხა თითოეული ახალშობილისათვის 250 ლარი. დევნილის ოჯახზე გასაცემი თანხა – 250 ლარი. ქვეპროგრამა „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა“ დახმარება განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით. პროგრამა ითვალისწინებს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოქალაქისათვის, რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განესაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/ და სასამართლოს ან/ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი მიერ. ქვეპროგრამა „ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება“ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში /თავშესაფარში/ მყოფი პირის /ოჯახის/ თავშესაფარის დატოვების შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. გაეწევა დახმარება 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად. მიზანი: ახალშობილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ოჯახების გაძლიერება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ძალადობის მსხვერპლის დაცვა.ოჯახების თანადგომა. 250 ოჯახის ფინანსური დახმარება. ძალადობის მსხვერპლის საზოგადოებაში ინტეგრირება. 1.2.6 სტიქიით დაზარალებული ოჯახების ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს ფულადი დახმარების გაცემას სტიქიის (ხანძარი) შედეგად დაზარალებული პირის/ ოჯახის მიმართ, რომელთაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ განვითარებული სტიქიის გამო საცხოვრებელ სახლზე. დახმარება გაიცემა თუ სტიქია განვითარდა მიმდინარე ან წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში. სტიქიით გამოწვეული ზიანი და ხარისხი დადასტურებულია შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის (ორგანო ,სამსახური, კომისია, სპეციალურიჯგუფი) მიერ. მიზანი: სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის მხარდაჭერა. 10-15 ოჯახის დახმარება მატერიალური ზარალის ნაწილობრივ აღმოსაფხვრელად 1.2.7 სარიტუალო-გარდაცვლილთა ოჯახების ფულადი დახმარება (პროგრამულიკოდი 06 02 07) აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს ფულად დახმარების გაცემას სარიტუალო ხარჯების უზრუნველსაყოფად, თუ გარდაცვლილი პირი არის: სოცალური მომსახურების სააგენტოს ერთიან ბაზაში რეგისტრირებული (გარდაცველებამდე 3 თვით ადრე მაინც) და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ არემატება 65000 – ს მაინც 300 ლარის ოდენობით, დევნილის გარდაცვალებისასა – 300 ლარი, უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი უნაღდო ანგარიშსწორებით არაუმეტეს 400 ლარი, ომის მონაწილის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისათვის თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა – 250 ლარი. მიზანი: გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი, დევნილის სტატუსის მქონე, ომის მონაწილე, უპატრონო მიცვალებულთა პატივგება. 45 ოჯახზე ფინანსური დახმარება. 1.2.8 სადღესასწაულო დახმარება (პროგრამულიკოდი 06 02 08) აღწერა: |მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის ერთჯერადად დახმარების გაწევა 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით, სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახები (მეომრის მეუღლე, შვილი/მშობელი) 500 ლარი, დედ-მამით ობოლ ბავშვებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება თითოეულზე 500 ლარის ოდენობით, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულების დახმარება 1000 ლარის ოდენობით, 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებული მოქალაქეების დახმარება წელიწადში ერჯერ 300 ლარის ოდენობით, ჩერნობილის ატომური ელ.სადგურის ავარიის ლიკვიდაციაში 20 მონაწილის დახმარება თითოეულზე 300ლარის ოდენობით, „პირველკლასელთა დახმარება“ – თითოეულ ბავშვზე 100 ლარი და სხვა კომისიის მხრიდან შერჩეული პირები და სოციალური ჯგუფები. პროგრამა ითვალისწინებს: ფულადი ან/და მატერიალური ფორმით გაცემას პირის /ოჯახის ან/და სოციალური ჯგუფის მიმართ, ღირსშესანიშნავ, ტრადიციულ და ისტორიულ თარიღებთან დაკავშირებით სოციალური თანადგომა /მხარდაჭერის/ მიზნით. დახმარება გაიცემა როგორც ინდივიდუალურ პირზე ასევე სოციალურ ჯგუფზე და სხვა კომისიის მხრიდან შერჩეულ პირებზე და სოციალურ ჯგუფებზე.
ბენეფიციარი განისაზღვრება/მომართვის ან კომისიის მხრიდან პირის/სოციალური ჯგუფის შერჩევის შესაბამისად, დახმარება გაიცემა (უნაღდო ანგარიშსწორებით). ინდივიდუალურ პირზე გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. სოციალურ ჯგუფებზე გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ( ათიათასი) ლარს. მიზანი: მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრის ოჯახების, დედ-მამით ობოლ ბავშვებზე,მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულების,ჩერნობილის ატომური ელ.სადგურის ავარიის ლიკვიდაციაში მონაწილის, უსახლკარო ბენეფიციარებისა და მათი ოჯახების თანადგომა, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, 53 ოჯახისა და სოციალურ ჯგუფებზე ფინანსური მხარდაჭერა 1.2.9 მარჩენალდაკარგულების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) აღწერა: ომის შემდგომ გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის (მეუღლე,არასრულწლოვანი შვილი) – მარჩენალდაკარგულის ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით მიზანი: მარჩენალდაკარგულების ოჯახების თანადგომა. პროგრამით შესაძლებელია ყოველწლიურად 70 ოჯახის დახმარება 1.2.10 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის უსინათლოების დახმარება (პროგრამულიკოდი 06 02 10)მ/შ: აღწერა: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსის მქონე მხედველობით უსინათლო ბენეფიციარების ყოველთვიური დახმარება მიზანი: უსინათლო ბენეფიციარების ყოველთვიური დახმარება, თანადგომა, საზოგადოებასთან ინტეგრირება 200 მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარი და 91 მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატული შეზრუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარის ყოველთვიური ფინანსური დახმარება. 1.2.11 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ომის მონაწილეების და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ბრძოლის მონაწილეების ფინანსური დახმარება. (პროგრამულიკოდი 06 02 11) აღწერა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეებისა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული ბრძოლის მონაწილეების ფინანსური დახმრება წელიწადში ერთჯერ 100 ლარის ოდენობით მიზანი: ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების თანადგომა. საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. პროგრამით შესაძლებელი იქნება 380 ოჯახის დახმარება 1.2.12 საცხოვრებლით უზრუნველყოფა (პროგრამულიკოდი 06 02 12) აღწერა: სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, იმ პირების /ოჯახების მიმართ რომლებიც დგანან სიღატაკის რისკის ქვეშ (ენგრევა საცხოვრებელი სახლი, არ აქვს თავშესაფარი და სხვა) და საჭიროებს ფინანსურ დახმარებას. ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის, შესაბამისი დოკუმენტაციის და მოკვლევის მასალების გათვალისწინებით. დახმარება განესაზღვროს 15 000(თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში (შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე).ბიუჯეტი 390.0 ათასი ლარი. 1.ქვეპროგრამა:“ სტიქიური მოვლენების ან/ და რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარიშხალი, უხვი ნალექი, მეწყერი, ხანძარი, ღვარცოფი, ქვათაცვენა, დიდთოვლობა და სხვა) შედეგად დაზარალებული ოჯახის დახმარება“ ბიუჯეტი – 100.0 ათასი ლარი მიზანი: საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ და საცხოვრებელი ფართით რეაბილიტაციისათვის ერთჯერადი ფულადი დახნმარების ან თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფა უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და არსებული საცხოვრებელი ფართის რეაბილიტაცია. საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, პრევენციული ზომების მიღება, 50-100 ოჯახის დაკმაყოფილება. 1.2.13 ფენილკეტონურიით, ცისტური ფიბროზით, ცელიაკიით, შაქრიანი დიაბეტით და ფილტვების ინტერსტიციული ავადმყოფობით დაავადებული ბავშვების და ქრონიკული ფენილკეტონურიით დაავადებულ 18 წლის ზემოთ პირების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 14) აღწერა: ფენილკეტონურიით, ცისტური ფიბროზით და ცელიაკიით დაავადებულ ბავშვების ყოველთვიური ფინანსური დახმარება თითოეულზე 300 ლარის ოდენობით და ქრონიკული ფენილკეტონურიით დაავადებულ 18 წლის ზემოთ პირების დახმარება სამ თვეში ერთჯერ ექიმის ვიზიტისა და დიაგნოსტიკისათვის დახმარება – 900 ლარი. 18 წლამდე ინსულინ დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვების დახმარება თითეულზე – 300 ლარის ოდენობით ყოველ თვე. მიზანი: ფენილკეტონურია, ცისტური ფიბროზით, ცელიაკიით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვების და ქრონიკული ფენიკეტონურიით დაავადებულ 18 წლის ზემოთ ფინანსური მხადრდაჭერა (18 +) 40 ბენეფიციარზე. 1.2.14 სამედიცინო მომსახურეობის ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 15) აღწერა: არასაპენსიო ასაკის მქონე მოქალაქეები, რომლებიც დაავადებული არიან კოქსართროზით და საჭიროებენ მენჯ-ბარძაყის პროტეზირებას, მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 001-დან 100 001 ქულამდე, დახმარება განესაზღვროთ ოპერაციის ღირებულების 50%-ით (უნაღდო ანგარიშსწორებით), მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების (გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციები და მომსახურება), ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ პაციენტის მიერ დარჩენილი სახერლმწიფოს დაუფარავი სერვისების გადასახადი წილის 50 %-ით (უნაღდო ანგარიშსწორებით) პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა 100 ლარიდან არაუმეტეს 1000 ლარისა. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა პეტ/კტ კვლევა თანადაფინანსება არა უმეტეს 1000 ლარისა. მიზანი: მოსახლეობის ხელშეწყობა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. 400 ბენეფიციარის ოპერაციის თანადაფინანსება 1.2.15 ინტეგრირებული საქმიანობის დღის ცენტრი (წითელი ჯვარი) (პროგრამული კოდი 06 03) აღწერა: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დონეზე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრიორიტეტულ მიმართულებებიდან დაუცველი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერას, კატასტროფების რისკის შემცირებას და მასზე რეაგირებას ეთმობა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით გახსნილი ინტეგრირებული საქმიანობის დღის ცენტრი ახორციელებს მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, ხანდაზმულების სოციალურ მხარდაჭერასა და კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაზრდაზე ორიენტირებულ საქმიანობას. იგი ასევე მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერების და მოხალისეთა ინიციატივების განვითარების მიმართულებით, კვალიფიციურ მოხალისეთა ქსელის საშუალებით აწვდის სხვადასხვა სახის სერვისებს დაუცველ ჯგუფებს და აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. მიზანი: მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება მოხალისეთა შესაძლებლობებითა და ინტერესთა სფეროების გათვალისწინებით, საქმიანობათა ჯგუფების განვითარება.თაობებს შორის დისკუსიებისა და შეხვედრების უზრუნველყოფა შეხვედრების ორგანიზება საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ინტეგრირებული საქმიანობის ცენტრი, რომელიც იმართება და აკმაყოფილებს ბენეფიციართა საჭიროებებს. ცენტრის მართვა ხორციელდება ურთიერთ თანამშრომლობის პრინციპით პერსონალის მოხალისეებისა და ბენეფიციარების მიერ. ახალგაზრდობისათვის საინტერესო საკითხების განსახილველად; მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის კატასტროფების შედეგად დაზარალებულთა მხარდამჭერი საქმიანობები. მოხალისეთა ინიციატივების განხორციელება საჭიროებაზე ქმედებისათვის (მცირე პროექტი) ინტეგრირებული საქმიანობის ცენტრი, რომელიც იმართება და აკმაყოფილებს ბენეფიციართა საჭიროებებს. ცენტრის მართვა ხორციელდება ურთიერთ თანამშრომლობის პრინციპით პერსონალის მოხალისეებისა და ბენეფიციარების მიერ. მუხლი 19 1. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) აღწერა: პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების და საერთო დანიშნულების ხარჯების დაფინანსება. ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორებიცაა სარეზრვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულბებების (სესხები, სასამართლო გადაწყვეტილებები) მომსახურება. პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს მეწარმეთა საქმიანობის ხელშეწყობას – საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა ქვეყნების მთავრობებიდან მიღებულ გრანტებს. გენდერული თანასწორობის საბჭოს უწყვეტი საქმიანობის უზრუნველყოფა, გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა თავი III მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
მუხლი 20. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
მუხლი 24 დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 299,6 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 269,6 ათასი ლარი; ბ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5.6 ათასი ლარი; გ) საქართველოს კანონმდებლობით ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება 24,4 ათასი ლარი. მუხლი 25 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 28,7 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტის საფუძველზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები