დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 17 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017445 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016263) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. 36-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი: „მუხლი 361 1. ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაციის დაკისრების, ასევე, „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებით დამტკიცებული წესის 1212 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ჩამორთმეული იარაღის შეიარაღების სამმართველოში მისაღებად, იარაღის ჩამორთმევიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, პოლიციელმა უნდა წარადგინოს: ა) მიმართვა შეიარაღების სამმართველოს უფროსის სახელზე, რომელშიც აგრეთვე მიეთითება ინფორმაცია იარაღის ჩამორთმევის შესახებ დადგენილების ან ქმედების გასაჩივრების თაობაზე; ბ) დალუქულ მდგომარეობაში არსებული იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები და საბრძოლო მასალა; გ) დადგენილება/ოქმი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის ჩამორთმევის შესახებ; დ) ჩამორთმეული იარაღის ფოტოსურათ(ებ)ი. 2. იარაღის საწყობში ჩაბარების შემდეგ, იარაღის ჩამორთმევის შესახებ დადგენილების ან ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეიარაღების სამმართველოს.“. 2. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 37 სამინისტროს დანაყოფების და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ამოღებული (ჩამორთმეული), ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ჩაბარებისას წარმოდგენილი დოკუმენტების ამ ინსტრუქციის 36-ე ან 361 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და კომპიუტერულ პროგრამაში აღრიცხვის/რეგისტრაციის შემდეგ, შეიარაღების სამმართველოს საწყობის პასუხისმგებელი პირი სამსახურებრივი ბარათის, მიმართვის საფუძველზე ახორციელებს აღრიცხვას, საწყობში არსებული, ამოღებული (ჩამორთმეული), ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის ჟურნალში (დანართი №2), რის შემდგომაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ორ ეგზემპლარად (დანართი №16), რომლის დედანი დაერთვის შემოსულ დოკუმენტაციას, ხოლო მეორე პირი გადაეცემა ჩამბარებელს.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები