“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმაბის ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 853
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 14/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.007.699
  • Word
853
06/09/2005
სსმ, 107, 14/09/2005
230.210.000.22.033.007.699
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმაბის ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.007.699

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №853

2005 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილებისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №56, მუხ. 489) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” საბაჟო გაფორმების განყოფილებას – ქ. თბილისი, ჭირნახულის I შესახვევი №7; ქ. თბილისი, იუმაშევის №14; ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38; ქ. გურჯაანი, ნონეშვილის ქ. №1; ქ. მცხეთა, ნარეკვავის დასახლება, ნატახტარის ქ. №1; მცხეთის რ-ნი, ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ. №105ა; ბორჯომის რ-ნი, სოფელი ჩითახევი; აგრეთვე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი (ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა) – მხოლოდ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფანანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №823 და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №876 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი