ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.112.016537
4
26/03/2024
ვებგვერდი, 27/03/2024
200130000.35.112.016537
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2024 წლის 26 მარტი

       ქ. ლანჩხუთი

 

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მეორე ნაწილის  ,,დ“  ქვეპუნქტის, 24-ე  მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე მუხლებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023  წლის  23 მარტის  №10  დადგენილება  (ვებგვერდი, matsne.gov.ge  24/03/2023 სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.112.016513).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე



   დანართი

 

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება  (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა)  2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;                                           

ბ)   2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;  

გ)  2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;                             

დ)  იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. 

მუხლი 2
საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის, გარდა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველ მომდევნო წლისათავის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექმნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.        
მუხლი 3
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა)  100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ)   100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის   დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1.0 პროცენტი. 

მუხლი 4
განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

N

მიწის კატეგორიები

გადასახადების განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბი ( ბუნებრივი და გაკულტურებული)

20.00

2

საძოვარი (ბუნებრივი და გაკულტურებული)

16.00

3

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით

დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)

73.00

4

საკარმიდამო

73.00

5

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული

ტყის მიწებისათვის

 

ა) სათიბი

20.00

  ბ) საძოვარი

16.00

გ) სახნავი

73.00

 

მუხლი 5
განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის (შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე) გამოყოფილ მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე 3 ლარით.
მუხლი 6
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე გადასახადის წლიური განაკვეთები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:

 

 

N

 

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

 

 

ტერიტორიული

კოეფიციენტი

 

საბაზისო  განაკვეთი

 1მ2-ზე

(ლარებში)

 

წლიური  გადასახადის

განაკვეთი 1 მ2-ზე

 (3x4)

1

   

        ქ.  ლანჩხუთი

 

1,0

 

0,24

 

0,24

2

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის

სოფლებში

 

0,9

 

0,24

 

0,216

 

მუხლი 7
1.  ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა)  საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 600 კვ.მ-ს;

ბ)  ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 24 კვ.მ-ს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო  კოდექსის 206-ე მუხლი.

3.   ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.