“გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №27 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №27 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 852
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 14/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 30/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.007.698
  • Word
852
06/09/2005
სსმ, 107, 14/09/2005
200.110.000.22.033.007.698
“გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №27 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.007.698

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №852

2005 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №27 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3, 41-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №27 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №8, მუხ. 93) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. გადასახადის გადამხდელი (გარდა არასამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირისა) ვალდებულია შეავსოს ამ ინსტრუქციით დამტკიცებული (თანდართული) ,,გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმა” (დანართი №1), ხოლო არასამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი (გარდა საქარველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე საქართველოს მოქალაქისა, რომელიც ავსებს საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე საქართველოს მოქალაქის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმას საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებით დამტკიცებულ №2 დანართის შესაბამისად) ვალდებულია შეავსოს ,,გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის (გარდა ინდმეწარმისა) საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმა” მოცემულ ინსტრუქციაზე თანდართული ფორმით (დანართი №6), რომლებიც მოიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რაც აუცილებელია გადასახადის გადამხდელთა იდენტიფიცირებისათვის და გამოყენებულ იქნება გადასახადის გადამხდელთა პირადი საქმის (,,ფაილის”) შესაქმნელად (სპეციალიზებულ და შესაბამისი მოქმედების არეალის მქონე ინსპექციებში გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) და გადაყვანის წესი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად)”.

2. ინსტრუქციის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

,,71. ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფანანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №823 და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №876 ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) აყვანის გამარტივებული ფორმა გამოიყენება საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტაციაზე) არმყოფი იმ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირების მიმართ, რომელთაც თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში შემოჰყავთ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფანანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №823 და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №876 ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებები.”.

3. ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. გადასახადის გადამხდელთა საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას ახორციელებს საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველო ან ამავე სამმართველოს (,,კომპიუტერიზებული”) განყოფილება, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, ხოლო ამ მუხლის მე-71 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების იმპორტიორი ფიზიკური პირებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფანანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №823 და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №876 ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.”.

4. ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გადასახადის გადამხდელმა (გარდა ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების იმპორტიორი ფიზიკური პირებისა) საგადასახადო აღრიცხვისათვის (რეგისტრაციისათვის) უნდა მიმართოს შესაბამის საგადასახადო ინსპექციას (განყოფილებას, რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს) თავისი საქმიანობის ადგილის (რომელიც განმარტებულია ამავე ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში), ეკონომიკური საქმიანობის ადგილის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით”.

5. ინსტრუქციის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი.

,,4. გადასახადის გადამხდელის ერთი საგადასახადო ინსპექციიდან სხვა საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) გადასვლისას (აყვანისას), გადასახადის გადამხდელზე გაცემული ,,გადასახადის გადამხდელის მოწმობა” ბარდება წინა საგადასახადო ინსპექციას (მოთავსდება გადამხდელის საქმეში), ხოლო ახალი ,,გადასახადის გადამხდელის მოწმობა” გაიცემა საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) ამყვანი საგადასახადო ინსპექციის მიერ.”.

6. ინსტრუქციის №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

7. ინსტრუქციას დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №6.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

დანართი №2

გადასახადის გადამხდელის

 

მ ო წ მ ო ბ ა

 სერია . . № . . . . . . . . .

 

  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 (გადამხდელის დასახელება)

                                                                                                                   (საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

 № . . . . „. . .“ „. . . . . . . . . . . . . “ . . .

 (სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი და თარიღი)

 

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 (გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართი)

 

 „. . .“ „. . . . . . . . . . . . . . “ . . .

 საგადასახადო ინსპექციის დასახელება, სადაც გადამხდელი

       იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე)

 

 „. . .“ „. . . . . . . . . . . . . . “ . . .

 (საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე)

       აყვანის თარიღი)

 

 

 საგადასახადო ინსპექციის                      გადასახადის გადამხდელი

 (განყოფილები) უფროსი

                                                                    /ხელმოწერა/             /ხელმოწერა/

 

დანართი №6

გადასახადის გადამხდელი ფიზიკური

პირის (გარდა ინდმეწარმისა) საგადასახადო

აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმა

 

 

ნაწილი I. განაცხადის სახე

 


1. პირველადი საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია)

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 (დიახ)                     (არა)

 


2. ცვლილება

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 (დიახ)                   (არა)

 


საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 


ს/ნ-ის მიმნიჭებელი საგადახადო ინსპექცია –––––––––––––––––––––––––––––––

 

ნაწილი II. ინფორმაცია გადამხდელი ფიზიკური პირის შესახებ

 


3. ფიზიკური პირის სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

4. პირადობის მოწმობის და პირადი ნომერი ––––––––––––––––––––––––––––––––––

 

5. გადამხდელი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი (ქალაქი, რაიონი, სოფელი, ქუჩა) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

 

 

 

საფოსტო ინდექსი

 

6. ფიზიკური პირის ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი (ქალაქი, რაიონი, სოფელი, ქუჩა) ––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

 

 

 

საფოსტო ინდექსი                       

 

 

ნაწილი III. ინფორმაცია ფიზიკური პირის ქონების შესახებ

 

7. ინფორმაცია საკუთარი უძრავი ქონების და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ

 

ქონების დასახელება

საუთრების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება

დოკუმენტის ნომერი

დოკუმენტის გაცემის თარიღი

ადგილმდებარეობა (მისამართი)

1

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

ნაწილი IV. ინფორმაცია მომსახურე ბანკის და გახსნილი ანგარიშ(ებ)ის შესახებ

 

8. ინფორმაცია საბანკო ანგარიშების შესახებ

 

მომსახურე ბანკის სრული დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბანკის კოდი

 

 

               

 

 

 

 

 

 

 

 

 

საბანკო ანგარიშის ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მ.შ. უცხოურ ვალუტაში

 

 

ნაწილი V. დამატებითი ინფორმაცია ფიზიკური პირის შესახებ

 

 

ტელეფონი

 

ვებ-გვერდი

 

ელ-ფოსტა

 

9. საკონტაქტო მონაცემები

 

 

 

რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა /                         /

 

 


(რიცხვი, თვე, წელი).

 

გადამხდელი ფიზიკური პირის ხელმოწერა /                                        /

 

 


(რიცხვი, თვე, წელი).

 

შენიშვნა: სარეგისტრაციო ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელებისას გადამხდელი ფიზიკური პირი ვალდებულია ცვლილებების განხორციელებებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს საკუთარ საგადასახადო სარეგისტრაციო მონაცემებში.

 

 

გადასახადის გადამხდელი ფიზიკური

პირის (გარდა ინდმეწარმისა) საგადასახადო

აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმის

დანართი 1

 

ინფორმაცია საკუთარი უძრავი ქონების და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ

 

1. გადამხდელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––

 

2. გადამხდელის საცხოვრებელი ადგილის მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––

 

3. გადამხდელი ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. საგადასახადო ინსპექცია ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ქონების დასახელება

საკუთრების მარეგისტრი-

რებელი ორგანოს

დასახელება

დოკუმენტის

ნომერი

დოკუმენტის გაცემის

თარიღი

ადგილმდება-რეობა

(მისამართი)

1.

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

3.

 

 

 

 

 

4.

 

 

 

 

 

5.

 

 

 

 

 

6.

 

 

 

 

 

7.

 

 

 

 

 

8.

 

 

 

 

 

9.

 

 

 

 

 

10.

 

 

 

 

 

5. რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა /                                 /

 

 

 

 

 

(რიცხვი, თვე, წელი)

 

6. გადამხდელი ფიზიკური პირის ხელმოწერა /                                                /

 

 

 

 

 

  (რიცხვი, თვე, წელი)

გადასახადის გადამხდელი ფიზიკური

პირის (გარდა ინდმეწარმისა) საგადასახადო

აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმის

დანართი 2

ინფორმაცია საბანკო ანგარიშების შესახებ

 

1. გადამხდელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

2. ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

3. გადამხდელი ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. საგადასახადო ინსპექცია ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ბანკის

დასახელება

ბანკის მისამართი

ბანკის კოდი

ანგარიშის ნომერი

ტელეფონის ნომერი

1.

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

3.

 

 

 

 

 

4.

 

 

 

 

 

5.

 

 

 

 

 

6.

 

 

 

 

 

7.

 

 

 

 

 

8.

 

 

 

 

 

9.

 

 

 

 

 

10.

 

 

 

 

 

 

5. რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა––––––––––––––––––––––––––

 

 

 

 

 

(რიცხვი, თვე, წელი)

 

6. გადამხდელი ფიზიკური პირის ხელმოწერა ––––––––––––––––––

 

 

 

 

 

(რიცხვი, თვე, წელი)

გადასახადის გადამხდელი ფიზიკური

პირის (გარდა ინდმეწარმისა) საგადასახადო

აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმის

                               დანართი 3

გადამხდელი ფიზიკური პირის (გარდა ინდმეწარმისა) საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმის შევსების წესები

საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმა ივსება გადამხდელის მიერ საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების, გადასახადის გადამხდელთა რეესტრში ჩართვის და საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმის მონაცემებში ცვლილებების შეტანის მიზნით. ფორმა ივსება მიღებული წესების შესაბამისად ერთ ეგზემპლარად (ინსტრუქციის შესაბამისად), დასტურდება შემვსები პირის (გადამხდელის) ხელმოწერით და ბარდება საგადასახადო ინსპექციას, სადაც გადამხდელი დგება აღრიცხვაზე ან უკვე დგას აღრიცხვაზე და ცვლილებები შეაქვს საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმაში.

საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმის შევსების წესში მოცემული ნუმერაცია შეესაბამება საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმის ნუმერაციას:

ნაწილი I. განაცხადის სახე

აქ აღინიშნება, როგორი სახისაა საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია). ამ ნაწილს ავსებენ ფიზიკური პირები, რომლებსაც წარმოექმნებათ გადამხდელად საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ვალდებულება ან/და ცვლილებები შეაქვთ უკვე არსებულ გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმაში.

Ö

 
1. პირველადი საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია) – თუ თქვენ გადიხართ ახალ (პირველად) საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას), აღნიშვნა კეთდება ახალი რეგისტრაციის უჯრაში.

 

Ö

 
2. ცვლილება – თუ თქვენ უკვე საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრირებული) ხართ გადამხდელად და საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმაში შეგაქვთ ცვლილებები, მაშინ აღნიშვნა გაკეთდება ცვლილების უჯრაში.

- საიდენტიფიკაციო ნომერი;

- საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი;

- საიდენტიფიკაციო ნომრის მიმნიჭებელი საგადასახადო ინსპექცია

თუ ხდება პირველადი საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია), ფორმის ამ მონაცემებს ავსებს საგადასახადო ინსპექციის რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი, ხოლო თუ გადამხდელს შეაქვს ცვლილებები ფორმაში, ამ მონაცემებს ავსებს გადამხდელი.

ნაწილი II. ინფორმაცია გადამხდელი ფიზიკური პირის შესახებ

3. ფიზიკური პირის სახელი, გვარი – შეიტანება გადასახადის გადამხდელის სახელი, გვარი;

4. პირადობის მოწმობის და პირადი ნომერი – შეიტანება შესაბამისი მონაცემები გადასახადის გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით (ავსებს გადამხდელი);

5. გადამხდელი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი – შეიტანება ფიზიკური პირის (გადასახადის გადამხდელის) საცხოვრებელი ადგილის მისამართი. ასევე მიეთითება შესაბამისი საფოსტო ინდექსი (ავსებს გადამხდელი).

 

 

6. ფიზიკური პირის ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი – შეიტანება გადასახადის გადამხდელის ფაქტობრვი საქმიანობის ადგილის მისამართი (ივსება მხოლოდ არასამეწარმეო ეკონომიკური საქმია-ნობის განხორციელების შემთხვევაში).

ნაწილი III. ინფორმაცია ფიზიკური პირის ქონების შესახებ

7. ინფორმაცია საკუთარი უძრავი ქონების და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ – თუ გადამხდელს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალება, შეიტანება ინფორმაცია საკუთარი უძრავი ქონების და სატრანსპორტო საშუალების შესახებ – ამ ქონების დასახელების, საკუთრების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელების, დოკუმენტის ნომრის, გაცემის თარიღისა და ქონების ადგილმდებარეობის (მისამართის) მითითებით (ავსებს გადამხდელი);

იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელს გააჩნია უძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც რეგისტრაციის ფორმა ვერ დაიტევს, დამატებით უნდა შეავსოთ დანართი №1 (შემდგომში ამ მონაცემების ცვლილებებისას შეივსება №1 დანართი).

ნაწილი IV. ინფორმაცია მომსახურე ბანკის და გახსნილი ანგარიშ(ებ)ის შესახებ

8. ინფორმაცია საბანკო ანგარიშების შესახებ – შეიტანება მომსახურე ბანკის სრული დასახელება, სადაც ანგარიშებია გახსნილი, ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი ნებისმიერ ვალუტაში (თუ ინფორმაცია ბანკების შესახებ არ ეტევა ფორმაში, ან შემდგომში ცვლილებათა შემთხვევაში, ივსება დანართი №2). (ავსებს გადამხდელი, ამოწმებს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი).

ნაწილი V. დამატებითი ინფორმაცია ფიზიკური პირის შესახებ

9. საკონტაქტო მონაცემები – შეიტანება ფიზიკური პირის ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის დასახელება და ელფოსტის მისამართი (ავსებს გადამხდელი, ასეთების არსებობის შემთხვევაში);

რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა – რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი თავისი ხელმოწერით ადასტურებს ფორმის მონაცემების სისწორეს და უთითებს ხელმოწერის თარიღს (რიცხვს, თვეს, წელს).

გადამხდელი ფიზიკური პირის ხელმოწერა – გადამხდელი ფიზიკური პირი, ვინც ავსებს რეგისტრაციის ფორმას და არის პასუხისმგებელი ფორმაში მოცემულ მონაცემებზე, ადასტურებს თავისი ხელმოწერით და უთითებს შევსების თარიღს (რიცხვს, თვეს, წელს).