„საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 სექტემბრის №589 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 სექტემბრის №589 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 350050000.10.003.024490
97
26/03/2024
ვებგვერდი, 27/03/2024
350050000.10.003.024490
„საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 სექტემბრის №589 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №97

2024 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 სექტემბრის №589 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, „საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 სექტემბრის №589 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/09/2020, 350050000.10.003.022309)  შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის აკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ)  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველსაყოფად შეიქმნას საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის წევრი;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი;

თ) საქართველოს თავდაცვის მინისტრი – კომისიის წევრი;

ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – კომისიის წევრი;

კ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – კომისიის წევრი;

ლ) საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი – კომისიის წევრი;

მ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – კომისიის წევრი;

ნ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი;

ო) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – კომისიის წევრი;

პ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – კომისიის წევრი;

ჟ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – კომისიის წევრი;

რ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი – კომისიის წევრი;

ს) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი;

ტ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი;

უ) სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – კომისიის წევრი;

ფ) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი;

ქ) სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.“;

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ეთხოვოს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინოს თავისი წარმომადგენელი, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ იქნენ სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრები ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები.“;

დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. კომისიამ საქართველოს მთავრობის სხდომებზე პერიოდულად წარმოადგინოს ინფორმაცია მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის დებულება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



დანართი

 

საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ქვეყანაში მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (შემდგომში – აღწერა) მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების, მისი ორგანიზებულად ჩატარების, წამოჭრილი საკითხებისა და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის (შემდგომში – აღწერის პროგრამა) დამტკიცება, აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების კოორდინირებული მოქმედების  უზრუნველყოფა;

ბ) აღწერის მომზადებისა და განხორციელებისათვის საჭირო სამუშაოთა ჩამონათვალის, მათი შესრულების ვადებისა და შემსრულებლების განსაზღვრა;

გ) აღწერის მეთოდოლოგიისა და კითხვარების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება;

დ) აღწერის ორგანიზების ხელშეწყობა და ამ მიზნით სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ე) აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა და ხარვეზების ოპერატიულად აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების დასახვა;

ვ) აღწერის შედეგების კონტროლის მიზნით სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

1. კომისია უფლებამოსილია:

ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოითხოვოს და მიიღოს ყველა სახის საჭირო ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისაგან, ადგილობრივი თვითმმართველობიდან და სხვა ორგანოებიდან/დაწესებულებებიდან/ორგანიზაციებიდან;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული იურიდიული პირების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები;

გ) ამ დებულების მე-2 მუხლში მითითებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

2. კომისია თავის საქმიანობას ასრულებს აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.

მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) ქმნის უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებს;

ე) წარმოადგენს კომისიას მესამე პირ(ებ)თან ურთიერთობაში.

2. კომისიის პასუხისმგებელი მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე.

მუხლი 5. კომისიის სხდომის ჩატარების წესი

1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინადადებით, დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით.

2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალების შესაბამისად – ერთ-ერთი მოადგილე.

3. სხდომა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4.  კომისიის  სხდომაზე  გადაწყვეტილება  მიიღება  დამსწრეთა  უბრალო  უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის ერთი მესამედის თანხმობით.

5. კომისიის გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ თავშეკავების ან უარის თქმის მიზეზი (თუ კომისიის წევრი ამის შესახებ სხდომაზე განაცხადებს), აგრეთვე სხდომაზე გამოთქმული ყველა განსხვავებული აზრი.

მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

კომისიის   დებულებაში   ცვლილებებისა   და   დამატებების   შეტანა   ხდება   საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.