ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N131-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N05.26.01.089 და N05.26.01.095) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N131-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N05.26.01.089 და N05.26.01.095) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016629
14
26/03/2024
ვებგვერდი, 27/03/2024
010250050.35.132.016629
ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N131-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N05.26.01.089 და N05.26.01.095) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2024 წლის 26 მარტი

ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №131-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ №05.26.01.089 და №05.26.01.095) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №131-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ №05.26.01.089 და №05.26.01.095), დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დეტალური გეგმით გათვალისწინებული საპროექტო ობიექტების სიმაღლის განსაზღვრა (დაზუსტება) ნაცვლად წარმოდგენილი პარამეტრებისა, განხორციელდეს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ დასაშვებად მიჩნეული და შეთანხმების დოკუმენტით  განსაზღვრული სიმაღლის პარამეტრების შესაბამისად.
მუხლი 3
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ 1/2 მაჩვენებლის 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე