„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016628
13
26/03/2024
ვებგვერდი, 27/03/2024
010250050.35.132.016628
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2024 წლის 26 მარტი

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

   „ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  ორგანული  კანონის  მე-20  მუხლის  მე-4  პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშე­ნიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპა­ლი­ტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის №31 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/12/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016604) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყა­ლიბ­დეს ამ დად­გე­ნი­ლებაზე თანდართული რედაქციით.

2. დადგენილებას პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11 მუხლი“:

მუხლი 11

დეტალური გეგმით გათვალისწინებული საპროექტო ობიექტების სიმაღლის განსაზღვრა (დაზუსტება) ნაცვლად წარმოდგენილი პარამეტრებისა განხორციელდეს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ დასაშვებად მიჩნეული და შეთანხმების დოკუმენტით განსაზღვრული სიმაღლის პარამეტრების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე