ქალაქ ბათუმში, ფიროსმანის ქ.N13-ში, ფიროსმანის ქ.N15-ში, ფიროსმანის ქ.N17-ში და ფიროსმანის ქ.N17ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: 05.24.08.108; 05.24.08.169; 05.24.08.107; 05.24.08.155; 05.24.08.173) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016624
9
26/03/2024
ვებგვერდი, 27/03/2024
010250050.35.132.016624
ქალაქ ბათუმში, ფიროსმანის ქ.N13-ში, ფიროსმანის ქ.N15-ში, ფიროსმანის ქ.N17-ში და ფიროსმანის ქ.N17ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: 05.24.08.108; 05.24.08.169; 05.24.08.107; 05.24.08.155; 05.24.08.173) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2024 წლის 26 მარტი

ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმში, ფიროსმანის ქ. №13-ში, ფიროსმანის ქ. №15-ში, ფიროსმანის ქ. №17-ში და ფიროსმანის ქ. №17ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: 05.24.08.108; 05.24.08.169; 05.24.08.107; 05.24.08.155; 05.24.08.173) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, ფიროსმანის ქ. №13-ში, ფიროსმანის ქ. №15-ში, ფიროსმანის ქ. №17-ში და ფიროსმანის ქ. №17ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: 05.24.08.108; 05.24.08.169; 05.24.08.107; 05.24.08.155; 05.24.08.173) დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დეტალური გეგმით გათვალისწინებული საპროექტო ობიექტების სიმაღლის განსაზღვრა (დაზუსტება) ნაცვლად წარმოდგენილი პარამეტრებისა განხორციელდეს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ დასაშვებად. 
მუხლი 3
დეტალური გეგმის არეალში არსებული მიწის ნაკვეთებზე უკვე გაცემულ (შეთანხმებულ) მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობებში, მშენებლობის განხორციელების პროექტში ან/და გაცემულ მშენებლობის ნებართვაში  (როცა მსგავსი ობიექტი არ არის ექსპლუატაციაში მიღებული) ცვლილების შეტანა და ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდეს მსგავსი სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების შესაბამისად.
მუხლი 4
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.24.08.108; ს/კ N05.24.08.169) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ1/2 მაჩვენებლის 10%-ს ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იგივე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე