დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N139-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.26.01.002) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.132.016623 |
8
26/03/2024
ვებგვერდი, 27/03/2024
010250050.35.132.016623
ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N139-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.26.01.002) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
|
ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №139-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.26.01.002) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 03 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩა №139-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კN05.26.01.002), მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისათვის, დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა. |
მუხლი 2 |
დეტალური გეგმით გათვალისწინებული საპროექტო ობიექტების სიმაღლის განსაზღვრა (დაზუსტება) ნაცვლად წარმოდგენილი პარამეტრებისა განხორციელდეს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ დასაშვებად მიჩნეული და შეთანხმების დოკუმენტით განსაზღვრული სიმაღლის პარამეტრების შესაბამისად. |
მუხლი 3 |
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.26.01.002) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ 1/2 მაჩვენებლის 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იგივე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები