„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016627
12
26/03/2024
ვებგვერდი, 27/03/2024
010250050.35.132.016627
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2024 წლის 26 მარტი

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის №15 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 20/07/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016550) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  ამ წესით დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნებისათვის ავარიულ სახლად მიიჩნევა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 05.07.2022, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.020588) ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის ერთ ან რამოდენიმე საკადასტრო კოდზე არსებული ერთიანი კონსტრუქციული სქემის მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული განმარტების შესაბამისად) ან/და მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა (საცხოვრებელი სახლი, რომელშიც საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ერთ ჭერქვეშ არსებობს სამი და მეტი დამოუკიდებელი საკუთრების საგანი – რამდენიმე საცხოვრებელი ბინა, საცხოვრებელი ფართი და კომერციული დანიშნულების  ფართი ან/და საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ერთ ჭერქვეშ არსებობს 3 და მეტ წილად  დაყოფილი საკუთრების საგანი, რომელშიც წილობრივი მონაცემების შესაბამისად აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად, ფაქტობრივი მდგომარეობით მდებარეობს ბინა ერთეულების მსგავსად დაყოფილი დამოუკიდებელი სახით არსებული  3 და მეტი  ფართი,  რამოდენიმე საცხოვრებელი ბინა და კომერციული დანიშნულების ფართი), რომელთა ავარიულობის ხარისხი არის V, IV  და  III კატეგორია და უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ექვემდებარება დემონტაჟს ან უკვე დემონტირებულია ან/და მისი აღდგენა-გამაგრება  არარენტაბელურია, აგრეთვე, აკრედიტებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ გაცემული დასკვნით დადასტურებული საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე მდებარე ე.წ. „ბარაკები“.“.

2. მე-4 მუხლის 63 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6​3. დაუშვებელია ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ავარიული სახლების ჩანაცვლების საფუძვლით ერთდროულად ავარიული სახლის ადგილას და სხვა ტერიტორიაზე ამ წესით დადგენილი შეღავათების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენება ხდება ერთდროულად ავარიულ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე და ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და ნაკვეთებზე, რომელთა გაერთიანებაც ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით პროექტის განხორციელების მიზნისათვის უნდა მოხდეს ავარიულ სახლებზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან.“.

3. მე-4 მუხლს 611 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 612 და 613 პუნქტები:

„612. 61 და 62 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ერთმანეთს ემიჯნება ორი ან მეტი ავარიული სახლი, ავარიული სახლების ადგილად მიიჩნევა ასეთ ავარიულ სახლებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები, ასევე, ამ მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი ან/და ნაკვეთები, რომელთა კვადრატულობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს  ავარიულ სახლებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების ჯამის ერთ მეორედს, რომელთა გაერთიანებაც ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით პროექტის განხორციელების მიზნისათვის უნდა მოხდეს ავარიულ სახლებზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთებთან.

613. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ  ავარიულ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთების მომიჯნავე მიწის ნაკვეთებად ითვლება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 05.07.2022, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.020588) ამოქმედებამდე ავარიულ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე