„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 30814
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 07/12/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016732
30814
07/12/2022
ვებგვერდი, 26/03/2024
000000000.00.00.016732
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება  30814

2022 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებულ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდურ მითითებაში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:

ა)  21-ე მუხლს დაემატოს „92“ პუნქტი შემდეგი შინაარსით:

„92. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმწოდებლის (გამყიდველის) საგადასახადო შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაუქმების ან/და მიმღებისთვის (მყიდველისთვის) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმების (აღდგენის) შემთხვევაში, მიმღების (მყიდველი) მიერ შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვისას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება  ხორციელდება საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის დასკვნის/გადაწყვეტილების საფუძველზე.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის (გამყიდველის) სასარგებლოდ გადახდილი თანხა აღემატება საგადასახადო ანგარიშფაქტურაში ასახულ დღგ-ის თანხას, მიმღების (მყიდველის) პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება მხოლოდ შესაბამის საგადასახადო ანგარიშფაქტურაში ასახული დღგ-ის ოდენობის თანხა.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                                                 ლევან კაკავა