,,ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016430
5
26/03/2024
ვებგვერდი, 27/03/2024
010260020.35.136.016430
,,ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2024 წლის 26 მარტი

დაბა ხულო

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 14 ნოემბრის №22 დადგენილების დანართში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დანართს დაემატოს მე-31 მუხლი და განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 31. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ზედამხედველობის განყოფილება.

2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.“

2. დანართს დაემატოს 32 მუხლი და განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 32. ზედამხედველობის განყოფილება

1. ზედამხედველობის განყოფილების უფროსი:

ა) ახორციელებს ზედამხედველობას ხულოს მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო საქმიანობაზე;

ბ) ახორციელებს ზედამხედველობას სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას სამშენებლო ნორმების, წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე. სამშენებლო საქმიანობის წარმოებისას სამუშაოების სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობაზე კონტროლს;

გ) ახორციელებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას, ამ მიზნით სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენის მიმართ გასცემს მითითებას, ადგენს შემოწმების აქტს, სამართალდამრღვევს უგზავნის ზეპირი სხდომის შესახებ უწყებას (შეტყობინებას), ატარებს ზეპირ სხდომას, ახორციელებს სამართალდარღვევის საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს და შესაბამისი სამართლებლივი აქტის პროექტს წარუდგენს სამსახურის უფროსს;

დ) ახორციელებს მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობების ექსპლოატაციაში მიღების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს სამსახურის უფროსს;

ე) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;

ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი.

3. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე