დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მიერ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის_ კავშირისა (ასოციაციის) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №316 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1598 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 106, 08/09/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.020.020.22.027.007.697 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.020.020.22.027.007.697
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1598
2005 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მიერ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №316 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 671 მუხლის პირველი პუნქტისა და “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მიერ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №316 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მიერ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის წესში” (სსმ III, 25.02.05 წ., №22, მუხლი 219) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. ეს წესი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ასევე განსაზღვრავს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეგისტრაციისა და რეესტრის წარმოების წესსა და რეგისტრაციის შესახებ ამონაწერის ფორმას.“;
ბ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31.
1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები იქმნებიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – რეგისტრირებული კავშირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეგისტრაცია ხორციელდება კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის რეგისტრაციისათვის ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეგისტრაციისათვის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის რეგისტრაციისათვის ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 64-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, დადგენილი წესით, დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულებები;
ბ) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ დასკვნა დამფუძნებელთა (წევრთა) მიერ, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის დაფუძნებისათვის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების თაობაზე.“;
გ) წესის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-31 და მე-7 პუნქტები:
„31. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის კავშირების სახელმწიფო რეესტრში შეტანისას ამ ბრძანების №3 დანართით განსაზღვრული კავშირის სახელმწიფო რეესტრის შენიშვნის გრაფაში კეთდება აღნიშვნა მისი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისადმი კუთვნილების შესახებ ჩანაწერით – „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია“, რეესტრში შეტანის რიგითი ნომრის მითითებით.
7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თაობაზე ამონაწერის გაცემისას ორგანიზაციის სახელწოდებაში მიეთითება მისი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის კუთვნილების შესახებ, შესაბამისი რიგითი ნომრით.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები