შპს „ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ირმა მდინარაძე G 1051)

შპს „ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ირმა მდინარაძე G 1051)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „ინდექსი“
მიღების თარიღი 25/03/2024
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2024
სარეგისტრაციო კოდი
0
25/03/2024
ვებგვერდი, 26/03/2024
შპს „ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ირმა მდინარაძე G 1051)
შპს „ინდექსი“
 

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2024 წლის 25 მარტი

 

   

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342)

აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. №129ა, სართული 4

ელფოსტა: specialist@indexi.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ყურადღება: თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

 

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: G 1051

უძრავი ნივთის მესაკუთრს სახელი და მისამართი:

ირმა მდინარაძე პ/ნ 01011082708 მის.: ქ. თბილისი, ვაზისუბნის II მ/რ, კორ. 5, ბ. 42

აუქციონის ჩატარების დრო: 02/04/2024 წლის 14:00 სთ-დან 04/04/2024 წლის 11:00 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი:

Auction.livo.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი”

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 165 490.78 ლარი

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: ქალაქი თბილისი, ვარკეთილი-3-ის დასახლება, IIIა მიკრო/რაიონი №330ბ, სართული 1, კომერციული ფართი №3 (მშენებარე), ფართი: 100.00 კვ.მ.,; საკადასტრო კოდი: 01.19.39.013.051.01.02.003

გარდამავალი უფლება: გარდამავალი უფლება: ფიქსირდება სარგებლობის უფლება. მოიჯარე: შპს „თბილისი 2021“ 406338770; საგანი: კომერციული ფართი №3, სართული 1, ფართი: 100.00 კვ.მ.; საბოლოო თარიღი: 01/09/2031; იჯარის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 05/08/2021, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (რეგ. №882021904578) შეთანხმება იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, დამოწმების თარიღი 22/10/2021, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

სხვა უფლება: არა

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) Auction.livo.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა პერსონალური ბალანსის მეშვეობით. მომხმარებელს პერსონალურ ბალანსზე თანხის შეტანა შეუძლია ვებგვერდზე მითითებულ კომპანიის ანგარიშზე: ა) ნებისმიერი ბანკის მეშვეობით, სპეციალური დანიშნულების მითითებით; ბ) საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხვით; გ) ვებგვერდზე პლასტიკური ბარათის მონაცემების შეყვანით.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100, 500 და 1000 ლარიანი ბიჯის ოდენობით.

1 ბიჯის ოდენობა 100 000 ლარამდე ქონების შემთხვევაში განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. 100 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, ხოლო 500 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით.

შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს Auction.livo.ge-ს სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „ინდექსი” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

 

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი                 გიორგი გოგშელიძე