დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016686 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის № 8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.11.2018, №010250020.35.123.016411), კერძოდ:
1. დადგენილების დანართის მე - 2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 1. საბჭო არის მუნიციპალიტეტის სათათბირო საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. 2. საბჭო ხელს უწყობს გენდერულ სფეროში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების იმგვარად შემუშავებას, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია, გენდერულად პასუხისმგებლიანი საჯარო ფინანსების მართვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტებით (მ.შ. კონცეფციებით) მუნიციპალიტეტის დონეზე განსაზღვრული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფასა და გენდერული სტატისტიკის წარმოებას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების უზრუნველყოფას, შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვასა და დამტკიცებას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის მონიტორინგს, გენდერულ მეინსტრიმინგთან დაკავშირებული ანგარიშების მოსმენასა და შეფასებას, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.“. 2. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „მუხლი 21 გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საბჭო: ა) საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი წყაროებით რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ბ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს და ავრცელებს განცხადებებს ქალთა უფლებების დარღვევასთან და გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული თემებისა და ტენდენციების თაობაზე; გ) კოორდინაციას უწევს გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმდინარე კამპანიებს მათში საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად; დ) ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლებას სტრატეგიული მიმართულებების გენდერულ მნიშვნელობაზე; ე) თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, სხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოებთან და გენდერულ საკითხებში მრჩევლებთან, აგრეთვე, მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებთან.“. 3. დადგენილების დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. 1. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ბ) გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების „ex-ante“ და „ex-post“ გენდერული ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება; გ) გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის რეკომენდაციის წარდგენა; დ) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა; ე) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება-დანერგვა, ასევე, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ვ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე, წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; თ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ, წლის დასრულებიდან 2 თვის ვადაში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა; ი) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი წესით, საბჭოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე მისი გაგზავნა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის; კ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის მონიტორინგი, გენდერულ მეინსტრიმინგთან დაკავშირებული ანგარიშების მოსმენა და შეფასება; ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და სტრატეგიული დოკუმენტების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა; მ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის, ბიუჯეტის პროექტის, მისი თანდართული მასალების, მ.შ. პრიორიტეტების დოკუმენტის, ასევე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და მისი თანდართული მასალების, აუდიტის ანგარიშების განხილვა, გენდერულ ჭრილში შეფასება და ანალიზი, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება და მათი განხორციელების მონიტორინგი; ნ) საბჭოს მუშაობის პროცესში მოპოვებული ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების დაცვა; ო) აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის მონიტორინგი; პ) საჭიროების შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა საკრებულოში მოწვევა და მათგან ინფორმაციის მიღება გენდერულ მეინსტრიმინგთან დაკავშირებულ საკითხებზე; ჟ) კვლევითი დოკუმენტების მომზადება; რ) მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის ურთიერთობებში; ბ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და ანალიზის მიზნით, ითანამშრომლოს და მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან; გ) საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს საჯარო სამსახურის დაწესებულების ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებულია დაესწროს საბჭოს სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში; დ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვისთვის მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები ან/და ექსპერტები; ე) საკრებულოს წარუდგინოს საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები