„შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსის – „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის №149/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 81/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018499
81/ნ
28/03/2024
ვებგვერდი, 29/03/2024
430210000.22.022.018499
„შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსის – „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის №149/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №81/ნ

2024 წლის 28 მარტი

ქ.თბილისი

,,შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსის – „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის №149/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსის – „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2023 წლის 27 დეკემბრის №149/ნ ბრძანებით ( www.matsne.gov.ge, 29/12/2023, სარეგისტრაციო კოდი:  430210000.22.022.018404) დამტკიცებული ,,შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსის – „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ დებულების“ მე-4 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი, რომელიც შედგება პროექტის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კოორდინატორისა და სხვა პირებისაგან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პროექტის ძირითადი ამოცანებისა და შესაბამისი აქტივობების განხორციელებაზე.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თანამონაწილე ორგანიზაციის არსებობის შემთხვევაში პროექტს უნდა ჰყავდეს თანახელმძღვანელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი