„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 21 მარტის №32/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 21 მარტის №32/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9/2024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 22/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016723
9/2024
22/03/2024
ვებგვერდი, 22/03/2024
010340000.15.008.016723
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 21 მარტის №32/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №9/2024

2024 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 21 მარტის №32/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 21 მარტის №32/2023 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 21/03/2023, 010340000.15.008.016686) დამტკიცებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან სამდივნოს მიერ აკრედიტებული ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ დამკვირვებელი ორგანიზაციებისათვის და დამკვირვებლებისთვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილ მოთხოვნებს. ამ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმებას, სწავლების ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ახდენს ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი, ხოლო აკრედიტაციის პროცედურა გრძელდება გადამოწმების შედეგად მიღებული შედეგების შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი