დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18- იანვრის N-2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.115.016413 |
|
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 010250020.35.115.016405, 23/01/2024 წ.) დამტკიცებულ დანართ №1-ში შემდეგი სახით:
1. დანართის მე-3 მუხლს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი. „კ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა.“. 2. დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მრავალშვილიანი ოჯახების (სამი და მეტი შვილი) და მარტოხელა დედის/მამის ფინანსური დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება: ა) მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 შვილი (18 წლამდე) –150 (ას ორმოცდაათი) ლარი ერჯერადად; 4 შვილი – 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად; ბ) მარტოხელა დედის/მამის ერთჯერადი დახმარება 300 (სამასი) ლარი. 2. დახმარების მიმღებმა განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ვ) მარტოხელა დედის/მამის სტატუსი.“. 3. დანართს დაემატოს 91 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 91. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა: 1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება: ა) ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 5 (ხუთი) შვილი და ზევით 18 (თვრამეტ) წლამდე ყოველთვიური დახმარება ბავშვზე 20 (ოცი) ლარის ოდენობით; 2. დახმარების მიმღებმა განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები; დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.“. 4. დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „მუხლი 11. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება 1. ფინანსური დახმარება გაეწევა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, რომლებსაც ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი სახლი. აგრეთვე გაიცემა დიდთოვლობის, ღვარცოფის, მეწყერის, ქარბუქის შედეგად მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული სახლების კომპენსაცია. 2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარიდან 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო, ოჯახს რომლის საცხოვრებელ სახლსაც ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა – 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. 3. სტიქიის შედეგად (დიდთოვლობა, ღვარცოფი, მეწყერი, ქარბუქი) დაზარალებული მოსახლეობისთვის (მთლიანად ან ნაწილობრივ დაზარალებული კერძო სახლები) კომპენსაცია გაიცემა 1000 (ერთი ათასი) ლარიდან 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ერთჯერადად, კერძო სახლების დაზიანების ხარისხის მიხედვით. 4. დაზარალებულმა ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) აქტი სახანძრო-სამაშველო დაწესებულებიდან სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ; დ) საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) განმცხადებლის საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) აქტი შესაბამისი კომისიის მიერ გაცემული სახლის დაზიანების ხარისხისა და ზარალის ოდენობის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები