დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 აპრილის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.140.016540 |
|
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 აპრილის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 აპრილის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/04/2022წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260000.35.140.016469) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის სამსახურის დებულება“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
,,2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი; ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი; გ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობის ნებართვების გაცემისა და უნებართვო მშენებლობების მონიტორინგის საკითხებში; დ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სივრცითი მოწყობისა და დაგეგმარების საკითხებში; ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოფლის მხარდაჭერის და განვითარების პროგრამების საკითხებში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები