„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010080000.10.003.024478
85
19/03/2024
ვებგვერდი, 21/03/2024
010080000.10.003.024478
„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №85

2024 წლის 19 მარტი

   ქ. თბილისი

„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/04/2015, 010080000.10.003.018563) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა

1. ილია ბეგიაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე.

2. ნიკოლოზ როსებაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. გიორგი დიდიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.

4. პაატა ჯიოშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი.

5. ალექსანდრე არაბული – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.

6. ვაჟა კიკნაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის 2 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – შუა საუკუნეების ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – კომისიის წევრი.

7. ვახტანგ მაღრაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი – კომისიის წევრი.

8. მერაბ გონგაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი – კომისიის წევრი.

9. ნინო ბახია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.

10. გიორგი პეტრიაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიწის აგეგმვის სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი.

11. მარიკა ოძელი – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ქართული ენის სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი.

12. თეა ტეტელოშვილი  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ქართული ენის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – კომისიის წევრი.

13. შორენა ხაჩიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი.

14. გიორგი ალიბეგაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე – კომისიის წევრი.

15. მიხეილ გვათუა − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე