სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016480
10
19/03/2024
ვებგვერდი, 20/03/2024
010250020.35.120.016480
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2024 წლის 19 მარტი

ქ. სამტრედია

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“ და „ნ“-ქვეპუნქტების და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ წინამდებარე დადგენილების დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია



დანართი №1
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია

სამტრედიის  მუნიციპალიტეტის გამწვანებაში გამოსაყენებელი მცენარეების ჩამონათვალი

ფოთლოვანი ხეები

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

 

ირმის რქა სწორ შტამზე, ხედ ფორმირებული

Lagerstroemia indica

 

იფანი ჩვეულებრივი

Fraxinus exelsior

 

იფანი გრძელფოთოლა

Fraxinus coriariaefolia

 

ცაცხვი კავკასიური

Acer saccharum

 

ცაცხვი გულფოთოლა

Acer saccharinum

 

ცაცხვი უნგრული

Tilia tomentosa

 

ნეკერჩხალი ქორაფი

Acer cappadocicum

 

ნეკერჩხალი ლეკის ხე

Acer Platanoides

 

შაქრის ნეკერჩხალი

Acer saccharum

 

ნეკერჩხალი მარაოსებური (პალმატუმი)

Acer palmatum

 

კვიდო ხედ ფორმირებული შტამზე

Ligustrum japonicum

 

სოფორა იაპონური „მტირალა“

Sophora japonica “Pendula”

 

სოფორა იაპონური სწორ შტამბზე

Sophora japonica

 

მალუსი (დეკ. ვაშლი)

Malus floribunda/ malus cocinela

 

წითელი ტყემალი

Prunus cerasifera Pisardii

 

პანტა დეკორატიული შანტაკლერის

Pirus santacler

 

ამბრის ხე

Liquidambar styraciflua

 

გინკო ბილობა

Ginkgo Biloba

 

მელია აზედარახის

Melia azedarach

 

იმერული მუხა

Quercus longipes

 

ქვამუხა (მარადმწვანე მუხა)

Quercus ilex

 

ზეთისხილის ხე

Olea europaea

 

საკურა

Prunus serrulata

 

ალბიცია (ლენქორანული „აკაცია“)

Albizzia julibrissin

 

ძელქვა

Zelkova carpinifolia

 

მაგნოლია

Magnolia grandiflora

 

ხეტიტა

Liriodendron tulipifera

 

ცხენისწაბლი

Aesculus hippocastanum

 

მტირალა ტირიფი

Salix babilonica

 

კოწახური ჩვეულებრივი

Berberis vulgaris

 

ტყის ხურმა

Diospyros lotus

 

მიმოზა ხედფორმირებული

Acacia dealbata

 

ბროწეული

Punica granatum

წიწვოვანი ხეები

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

 

კვიპაროსი მარადმწვანე პირამიდალური

cupressus sempervirens pyramidalis

 

კვიპაროსი მარადმწვანე ჰორიზონტალური

cupressus sempervirens horizantalis

 

არიზონული კვიპაროსი

Cupressus arizonica

 

ლეილანდიის კვიპაროსი

Cupressus leylandii

 

ჰიმალაის კედარი

Cedrus deodara

 

შავი ფიჭვი

Pinus nigra

 

ბიჭვინთის ფიჭვი

Pinus brutia var. yithiusa

 

იტალიური ფიჭვი

Pinus pinea

 

უთხოვარი

Taxus baccata

 

ვერცხლისფერი ნაძვი

Picea pungens glauca

ფოთლოვანი ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

 

ირმის რქა ბუჩქად ფორმირებული

Lagerstroemia indica

 

აბელია დიდფოთოლა

Abelia grandiflora

 

ბუდლეია (სხვადასხვა ფორმა)

Budleja davidii

 

კოლხური ბზა

Buxus colchica

 

წვრილფოთოლა ბზა

Buxus microphylla

 

იაპონური ფშატი

Elaeagnus x ebbingei “limelight”

 

ფოტინია წითელი

Photinia x fraseri “Red Robin”

 

ფოტინია მწვანე დიდი, ღობის

Photinia serrulata

 

ძახველი სურნელოვანი

Vibrunum tinus

 

ძახველი მარადმწვანე, პრიალაფოთოლა

Vibrunum lucidium

 

ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)

Lonicera nitida

 

ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)

Lonicira caucasica

 

ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)

Lonicera iberica

 

ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები)

Pyracantha coccinea

 

ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები)

Pyracantha melanocarpa

 

ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები)

Pyracantha integerrima

 

ჭყორი მწვანე

Ilex aquifolium

 

ჭყორი ჭრელფოთოლა

Ilex aquifolium “Argentea Marginata”

 

ჭყორი კოლხური

Ilex colchica

 

ფიტოსპორუმი წვრილფოთოლა

Pittosporum tobira “Nana”

 

ფიტოსპორუმი საბორდიურე

Pittosporum tobira

 

კვიდო (ლიგუსტრუმი) მარადმწვანე

Ligustrum japonicum

 

კვიდო ჭრელფოთოლა

Ligustrum lucidum Variegata

 

ჰიბისკუსი

Hibiscus syriacus

 

ოლეანდრა

Nerium oleander

 

წყავი

Prunus Laurocerasus

 

ვარდი (სხვადასხვა ჯიში)

Rosa

 

ნანდინა (სხვადახვა ფორმა)

Nandina domestica, Nandina domestica “Firepower”

 

ჭანჭყატი (სხვადახვა ფორმა)

Euonymus japonicus

 

კოწახური

Berberis sp.

 

კამელია

Camellia japonica

 

ჰორტენზია

Hydrangea macrophylla,

Hydrangea paniculata

 

შქერი

Rhododendron ponticum

ხვიარა ბუჩქები და მრავაწლიანი ბალახები (ხვიარები)

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

 

გლიცინია

Wisteria sinensis

 

ტეკომა

Tecoma sp.

 

უსურვაზი

Parthenocissus tricuspidata

 

ცხრატყავა

Lonicera periclymenum, Lonicera caprifolium, Lonicera japonica, Lonicera nitida

 

მარადმწვანე ჟასმინი, ხვიარა

Jasminum grandiflorum

 

კოლხური სურო

Hedera colchica

 

წვრილფოთოლა სურო

Hedera helix

 

კატაბარდა

Clematis sp Clematis armandii, Clematis paniculata, Clematis  mandscurica,Clematis douglasii

 

ლავანდა

Lavandula angustifolia

 

როზმარინი

Rosmarinus

 

წივანა

Festuca sp.

 

მაჯაღვერი

Daphne mezereum

წიწვოვანი ბუჩქები

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

 

ტუია ნანა ოქროსფერი

Thuja orientalis „Aurea Nana

 

ტუია სმარაგდი

Thuja occidentalis “smaragd”

 

ტუია ბრაბანტის

Thuja occidentalis “Brabant”

 

ტუია ოქროსფერი

Thuja occidentalis “Gold”

 

ბიოტა (ტუია) საბორდიურე

Thuja occidentalis “Gold”

 

ღვია ოქროსფერი

Juniperus x pfitzeriana “Mordigan Gold”

 

ღვია ვერცხლისფერი

Juniperus virginiana “Silver Spreader”/ globosa

 

ღვია გართხმული

Juniperus horizontalis

 

ჯუჯა ფიჭვი

Pinus pumilio, pinus mugo mugus

 

ჯუჯა ნაძვი

Picea glauca conica/ globosa

 

უთხოვარის ბუჩქი

Taxus baccat

 


დანართი №2

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა.

2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 


მუხლი 2. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი

 

1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.

2. გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნეს მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.

3. გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნეს გასამწვანებელი არეალები.

4. გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნეს პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე.

5. მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილი უნდა იქნეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე.

6. პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს.

7. გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.


მუხლი 3. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი
1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის

ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;

ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი;

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;

ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;

ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან.

4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.

5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;

ბ) შედგენილი უნდა იყოს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით.

6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;

ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;

გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;

დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;

ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია;

ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;

ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე;

თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში – მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი;

ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.


მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი
1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა. განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს;

ბ. გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულ ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას;

გ. დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;

ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;

გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;

ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;

ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.


მუხლი 5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობით გათვალისწინებულია დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.

2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;

ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;

გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.