„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 995
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2024
ძალაში შესვლის თარიღი 15/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.017483
995
26/03/2024
ვებგვერდი, 26/03/2024
010320020.22.027.017483
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №995

2024 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №19 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 07.04.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.027.016526) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური, სახელმწიფო შესყიდვების, ლოგისტიკის, ქონების მართვასთან დაკავშირებული და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შედეგი შინაარსის „ვ1“  ქვეპუნქტი:

„ვ1) სამინისტროს საქმიანობის შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;“;

გ) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს სისტემის საფინანსო-ეკონომიკური, საბუღალტრო საქმიანობის, სახელმწიფო შესყიდვების, ლოგისტიკის, ქონების მართვისა და შრომის უსაფრთხოების კოორდინაციის მიზნით, ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მიიღოს საჭირო ინფორმაცია ან/და მონაცემები, აგრეთვე განმარტებების მისაცემად მოიწვიოს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ან/და შესაბამისი სფეროს თანამშრომლები;

გ) სამინისტროს/სამინისტროს სისტემის საფინანსო-ეკონომიკური, საბუღალტრო საქმიანობის, სახელმწიფო შესყიდვების, ლოგისტიკის, ქონებისა და შრომის უსაფრთხოების ეფექტიანი მართვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარადგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები;“.

2. მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ლოგისტიკის,  ქონების მართვისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო.“.

3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლოგისტიკის, ქონების მართვისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების  დაცვას  და ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობასა და საყოფაცხოვრებო მომსახურების კონტროლს;

გ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ასევე, მასთან დაკავშირებული  საპროექტო სამუშაოების ორგანიზებასა და ზედამხედველობას;

დ) წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე, განსაზღვრავს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნების სავარაუდო მოცულობებს და მიღებულ მონაცემებს წარუდგენს დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს;

ე) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატის  ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების  ტექნიკურად გამართულ მუშაობას;

ვ) ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საწვავითა და სატელეფონო მომსახურებით უზრუნველყოფას დადგენილი ლიმიტების  ფარგლებში;

ზ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობას და კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვას და დასაწყობებას, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა გაცემას;

ი) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოებას;

კ) მონაწილეობს ინვენტარიზაციის პროცესში;

ლ)  შეიმუშავებს სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს;

მ) ადენს შრომის უსაფრთხოებისათვის შესაძლო საფრთხეების იდენტიფიკაციას და შეიმუშავებს რეკომენდაციების მათი თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;

ნ) სამინისტროს თანამშრომლებს აწვდის შესაბამის ინფორმაციას და უწევს კონსულტაციებს შრომის უსაფრთხოების საკითხებში;

ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობებს, დაკისრებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების მიხედვით, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 15 აპრილიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე