დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5720 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 18/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016731 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9) მე-8 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებულ საქონელზე, დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად წარმოდგენილი, ინფორმაციის დამუშავება (საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასების გამოთვლა, საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასთან შედარება) და საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის წარსადგენად მომზადება;“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 26 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
|
დოკუმენტის კომენტარები