დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.024476 |
|
„სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №135 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2019, 340170000.10.003.021150) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (შემდგომში − სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა) (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი და ხელის ჩაის საკრეფი) ხელმისაწვდომობის გაზრდა.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს თანადაფინანსების გაცემის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ბენეფიციარის თანამონაწილეობა, რომელიც უნდა შეადგენდეს დასაფინანსებელი პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 70%-ს, ხოლო ხელის ჩაის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში − არანაკლებ 50%-ს.“; ბ) „11“ პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე, მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში, შეადგენს არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა, ხოლო ხელის ჩაის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 1000 ლარისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, დასაფინანსებელი მიზნობრიობის ბიუჯეტის მოცულობას განსაზღვრავს სააგენტოს გამგეობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები