არტურ მურადიანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ

არტურ მურადიანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/1/1501
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 01/03/2024
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016899
2/1/1501
01/03/2024
ვებგვერდი, 19/03/2024
000000000.00.000.016899
არტურ მურადიანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/1/1501

2024 წლის 15 მარტი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძესხდომის თავმჯდომარე ;

ირინე იმერლიშვილიწევრი ;

ხვიჩა კიკილაშვილიწევრი ;

თეიმურაზ ტუღუშიწევრი , მომხსენებელი მოსამართლე .

სხდომის მდივანი : სოფია კობახიძე .

საქმის დასახელება : არტურ მურადიანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ .

დავის საგანი :საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის (სამოქალაქო პირთათვის ) სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის უფლების აკრძალვის შესახებსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების პირველი და მე -2 პუნქტების დასაქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებულისაქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის “ მე -2 თავის „2.4“ პუნქტის (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქციაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის პირველ პუნქტთან , მე -11 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებთან , მე -12 მუხლთან , მე -15 მუხლთან , მე -17 მუხლის პირველ პუნქტთან , 26- მუხლის პირველ პუნქტთან და 34- მუხლის მე -3 პუნქტთან მიმართებით .

 I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1501) მომართა საქართველოს მოქალაქე არტურ მურადიანმა . №1501 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , გადმოეცა 2020 წლის 11 მაისს . №1501 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2024 წლის პირველ მარტს .

2. №1501 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტი და მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტი ; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი , 31- და 311 მუხლები და 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი .

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის (სამოქალაქო პირთათვის ) სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის უფლების აკრძალვის შესახებსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების (შემდგომში , საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანება ) პირველი პუნქტით აკრძალულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის (სამოქალაქო პირებისათვის ) სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლა , გარდა ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების შემთხვევებისა . აღნიშნული ბრძანების მე -2 პუნქტის შესაბამისად კი , ზემოაღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურე (სამოქალაქო პირი ) გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან . „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებულისაქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის “ (შემდგომში , საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი ) მე -2 თავის „2.4“ პუნქტის (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია ) მიხედვით , „პოლიციელს ეკრძალება სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში შესვლა , გარდა ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა . უნიფორმაში მყოფ პოლიციელს ასევე ეკრძალება ისეთ გარემოში ყოფნა (ალკოჰოლური სასმელების გასაღებისა და მოხმარების ადგილები , ზოგიერთი ტიპის გასართობი ობიექტები და . .), რომელიც შეუფერებელია პოლიციელის პროფესიისთვის “.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლებას . საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას , დასახელებული მუხლის მე -2 პუნქტი კი ადგენს საქართველოს მოქალაქეების უფლებას , განურჩევლად მათი ეთნიკური , რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა , დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა და ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში თუ საჯაროდ . საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლით განსაზღვრულია , რომ ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება . საქართველოს კონსტიტუციის მე -15 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას , განსაზღვრავს აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებსა და წესს . დასახელებული მუხლის მე -2 პუნქტი კი , განამტკიცებს ადამიანის პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის , საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ შესვლისა და ჩხრეკის დაუშვებლობის გარანტიას და ადგენს აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებსა და წესს . საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით , აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია . დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო . საქართველოს კონსტიტუციის 26- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი , შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია . ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება . უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით . საქართველოს კონსტიტუციის 34- მუხლის მე -3 პუნქტით დადგენილია , რომ ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას , რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება .

5. №1501 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია , რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 28 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე , მოსარჩელე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან იმ საფუძვლით , რომ განახორციელა განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული ნორმებით განსაზღვრული ქმედება . მოსარჩელემ აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით , ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას . მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით , უარი ეთქვა ადმინისტრაციული სარჩელის დაკმაყოფილებაზე . აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განჩინების საფუძველზე .

6. მოსარჩელის არგუმენტაციით , საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესი ლეგალიზებულ საქმიანობას წარმოადგენს და კანონმდებლობით დადგენილი წესით , ფუნქციონირებს საქართველოს ნებისმიერ ქალაქში . შესაბამისად , ნებისმიერ პირს , კანონმდებლობით დადგენილი ასაკის მიღწევის შემდგომ , გააჩნია უფლება , დაუბრკოლებლად შევიდეს აზარტული თამაშების დაწესებულებაში (ტოტალიზატორში , სამორინეში , სათამაშო აპარატების სალონში და სხვ .) და საკუთარი სურვილისებრ გაატაროს იქ დრო . განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი დებულებები კი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს (სამოქალაქო პირებს ) უკრძალავს მსგავსი კატეგორიის დაწესებულებაში შესვლას , მათ შორის , არასამუშაო საათებში და შვებულებაში ყოფნის პერიოდში , როდესაც მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებულია და პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად იდენტიფიცირება სამსახურებრივი უნიფორმის , იარაღის თუ სხვა საშუალებით შეუძლებელია . ამასთან , მოსარჩელე განცალკევებულ სამართლებრივ პრობლემად მიიჩნევს გასაჩივრებული ნორმებით დადგენილი აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში ისეთი მძიმე სანქციის გამოყენებას , როგორიც არის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება .

7. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე მიიჩნევს , რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურისათვის (სამოქალაქო პირისათვის ) სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში როგორც შესვლის აკრძალვა , აგრეთვე ამგვარი დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი .

 II
სამოტივაციო ნაწილი

1. №1501 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ , სადავო ნორმები შეიცვალა . კერძოდ , „„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 2 აგვისტოს №58 ბრძანების პირველი მუხლის საფუძველზე , სადავო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით . ხოლო 2023 წლის 4 აგვისტოსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის (სამოქალაქო პირთათვის ) სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის უფლების აკრძალვის შესახებსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანება გამოცხადდა ძალადაკარგულად . შესაბამისად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად , საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის ზემოთ განხილული სადავო ნორმები ძალადაკარგულია . ამასთან , სადავო ნორმებმა ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე .

2. გასათვალისწინებელია , რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად , სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე , სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას , თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზევახტანგი მიმინოშვილი , ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ “, II-10). აღნიშნული პრაქტიკის ცვლილება მიემართება ისეთ შემთხვევებს , როდესაც , ერთი მხრივ , კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად , მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა , რომელსაც სადავო ნორმის მსგავსად , გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი , ხოლო , მეორე მხრივ , მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით .

3. თუმცაღა იმ შემთხვევაში , როდესაც სახეზეა გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმეზე წარმოებას , მიუხედავად იმისა , არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმის იდენტური /მსგავსი შინაარსის მქონე დებულება . საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად , „№3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას . ბუნებრივია , აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით , იმ პირობებში , როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით , არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინება საქმეზე ( )იპერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-8). შესაბამისად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო , მათ შორის , შეაფასებს , რამდენად არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები .

4. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია , იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 31- მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს . აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით კი , განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება , რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად , „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია , რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქეებიშალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-9). ამავდროულად , „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია , მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის , რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე , კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად .

5. №1501 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის , მათ შორის , საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე -2 თავის „2.4“ პუნქტის მე -2 წინადადებას (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია ). აღნიშნული დებულების შესაბამისად , „უნიფორმაში მყოფ პოლიციელს , ასევე ეკრძალება ისეთ გარემოში ყოფნა (ალკოჰოლური სასმელების გასაღებისა და მოხმარების ადგილები , ზოგიერთი ტიპის გასართობი ობიექტები და . .), რომლებიც შეუფერებელია პოლიციელის პროფესიისთვის “. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის აზარტული თამაშების დაწესებულებაში შესვლის აკრძალვას არასამუშაო საათებში ან შვებულების პერიოდში , როდესაც აღნიშნული პირის იდენტიფიცირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად სამსახურებრივი უნიფორმის , ტაბელური იარაღის თუ სხვა ნიშნის მეშვეობით შეუძლებელია .

6. დასახელებული შეზღუდვა მომდინარეობს საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე -2 თავის „2.4“ პუნქტის პირველი წინადადებიდან (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია ), ხოლო ამავე პუნქტის მე -2 წინადადება (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია ) შეეხება სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონის მიღმა , სხვა რიგ გარემოში ყოფნის მიმართ დაწესებულ შეზღუდვებს , რასაც განსახილველ საქმეზე , ზოგადად , მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის . შესაბამისად , ნათელია , რომ დასახელებული დებულება არ არეგულირებს მოსარჩელის მიერ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარ საკითხს , კერძოდ , აღნიშნული დებულება არ შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურისათვის სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის აკრძალვას , როდესაც პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად იდენტიფიცირება შეუძლებელია და არც აღნიშნული აკრძალვის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომას განსაზღვრავს . ამასთანავე , მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი , რომელიც სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის უფლების აკრძალვის მიღმა , პოლიციელის მიერ სხვა გარემოში ყოფნის მიმართ დაწესებული აკრძალვის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ იქნებოდა მიმართული .

7. აღნიშნულიდან გამომდინარე , სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე -2 თავის „2.4“ პუნქტის მე -2 წინადადების (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის პირველ პუნქტთან , მე -11 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებთან , მე -12 მუხლთან , მე -15 მუხლთან , მე -17 მუხლის პირველ პუნქტთან , 26- მუხლის პირველ პუნქტთან და 34- მუხლის მე -3 პუნქტთან მიმართებით , №1501 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი .

8. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე სადავოდ ხდის , მათ შორის , საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების პირველი და მე -2 პუნქტების და საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე -2 თავის „2.4“ პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . მოცემულ შემთხვევაში , როგორც აღინიშნა , მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს რეგულაციებს , რომლებიც კრძალავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის აზარტული თამაშების დაწესებულებაში შესვლას და აღნიშნული აკრძალვის დარღვევისათვის ითვალისწინებს დასაქმებული პირის სამსახურიდან გათავისუფლებას . მოსარჩელის პოზიციით , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს არასამუშაო საათებში , შვებულების პერიოდში ან სხვა დროს , როდესაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი სტატუსი , არ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და შეუძლებელია მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურედ იდენტიფიცირება , უნდა გააჩნდეს სადავო ნორმით გათვალისწინებულ დაწესებულებაში შესვლის უფლება .

9. საქართველოს კონსტიტუციის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია . ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად , დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით “. აღნიშნული კონსტიტუციური უფლება წარმოადგენს თითოეული ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარებისა და თავისუფლების უმთავრეს საფუძველს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , პირადი ცხოვრების უფლებასასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანის თავისუფლების , თვითმყოფადობისა და თვითრეალიზაციისათვის , მისი სრულყოფილად გამოყენების ხელშეწყობა და დაცვა არსებითად განმსაზღვრელია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2/519 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-2).

10. ამავდროულად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს , რომ პირადი ცხოვრების ცნება არის ფართო კონცეფცია , რომელიც შედგება არაერთი უფლებრივი კომპონენტისაგან და რომლის ამომწურავი განმარტება შეუძლებელია . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით , „ზოგადად , პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო , პრივატული სფეროს არსებობას , პირის უფლებას , სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ადგილი , დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან , ასევე ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან , მოახდინოს ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გაცვლა -გაზიარება მათთან “ (იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქეეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქეებიდავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ “).

11. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა , საქართველოს კონსტიტუციის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში , პირადი ცხოვრებისა და პირადი ავტონომიის უფლებით დაცულ სფეროში არ ექცევა ნებისმიერი სახის ურთიერთობა სხვა პირებთან მიმართებით , ისევე , როგორც ნებისმიერი საჯარო /საზოგადოებრივი აქტივობა , რომლის განხორციელებასაც შესაძლოა , ცდილობდეს ადამიანი დამოუკიდებლად ან სხვა ადამიანებთან ურთიერთკავშირის გზით . ამგვარად , არ შეიძლება ნებისმიერი ქმედება , რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდს , განავითაროს საკუთარი პიროვნება , დაამყაროს კავშირი გარე სამყაროსთან და ჩამოაყალიბოს ინტერპერსონალური ურთიერთობები , პირადი ცხოვრების უფლებასთან კავშირის გამოკვეთის გარეშე , თავისთავად , მიჩნეული იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე -15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულად . შესაბამისად , საქართველოს კონსტიტუციის მე -15 მუხლთან მიმართების წარმოსაჩენად , მოსარჩელე ვალდებულია , დაასაბუთოს , რომ კონკრეტული ქმედება , რომლის განხორციელებაც ეკრძალება მოსარჩელეს , ზღუდავს სწორედ პირის პირადი ცხოვრების , პირადი ავტონომიის რომელიმე უფლებრივ კომპონენტს .

12. განსახილველ შემთხვევაში , მოსარჩელე მხარე მიუთითებს სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის აკრძალვის , როგორც ქმედების ზოგადი თავისუფლების შეზღუდვის არაკონსტიტუციურობაზე , რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით , დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლით (იხ ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “). აღნიშნულის მიღმა , მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია , რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმებიდან მომდინარე მოსარჩელის პირადი ცხოვრების შეზღუდვის ფაქტს . ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით , სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში , №1501 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული .

13. მოსარჩელე სადავო ნორმების კონსტიტუციურობას აგრეთვე ასაჩივრებს საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის პირველ პუნქტთან , მე -11 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებთან , მე -15 მუხლის მე -2 პუნქტთან და მე -17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . როგორც აღინიშნა , მოსარჩელის არგუმენტაცია მიმართულია საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლით გარანტირებული ქმედების ზოგადი თავისუფლების უფლების შეზღუდვის წარმოჩენისაკენ და მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია , რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაანახვებდა , რა მიმართება არსებობს სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებს შორის ან რა თვალსაზრისით ზღუდავს სადავო ნორმები ზემოხსენებულ კონსტიტუციურ დებულებებს . კერძოდ , №1501 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე არ მიუთითებს , რა კავშირი არსებობს სადავო ნორმით განსაზღვრულ შეზღუდვასა და ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას შორის ან რა თვალსაზრისით ზღუდავს ზოგიერთი კატეგორიის დაწესებულებაში შესვლის აკრძალვა პირადი სივრცისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობისა , აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებს . მოსარჩელე არც სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებს შორის მიმართებას ასაბუთებს . იგი არ მიუთითებს სადავო ნორმებიდან მომდინარე დიფერენცირებულ მოპყრობაზე და არც შესადარებელ ჯგუფებს გამოკვეთს , რომელთა შორისაც , მოსარჩელის პოზიციით , ხორციელდება დისკრიმინაციული მოპყრობა . ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე , სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული .

14. მოსარჩელე სადავო ნორმებს , დამატებით , არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის 34- მუხლის მე -3 პუნქტთან მიმართებით , რომლის შესაბამისადაც , „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას , რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება “. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით , „საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული დებულება ახდენს უფლების შეზღუდვის პროპორციულობის ზოგადი პრინციპის დეკლარირებას და იგი არ ადგენს ძირითად უფლებას . აღნიშნული გარანტია თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრული ცალკეული უფლებებიდანაც . ამდენად , საკონსტიტუციო სასამართლო , ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში , აფასებს სადავო ნორმას ძირითადი უფლების დამდგენ , კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ დებულებებთან მიმართებით , კონსტიტუციის 34- მუხლის მე -3 პუნქტით დადგენილი პრინციპის კონტექსტში “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1472 საოქმო ჩანაწერი საქმეზენიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-23). ამდენად , დასახელებული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე -2 თავით გათვალისწინებულ ისეთ ნორმას , რომელიც ადგენს ზოგად პრინციპს და არ განსაზღვრავს კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებას . შესაბამისად , სადავო ნორმის კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 34- მუხლის მე -3 პუნქტთან მიმართებით , ვერ განხორციელდება განცალკევებულად (იხ ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-21). ამგვარად , №1501 კონსტიტუციური სარჩელი ამ თვალსაზრისით , დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული .

15. აღნიშნულიდან გამომდინარე , სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების პირველი და მე -2 პუნქტების და საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე -2 თავის „2.4“ პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის პირველ პუნქტთან , მე -11 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებთან , მე -15 მუხლთან , მე -17 მუხლის პირველ პუნქტთან და 34- მუხლის მე -3 პუნქტთან მიმართებით , №1501 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი .

16. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიიჩნევს , რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების პირველი და მე -2 პუნქტები და საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე -2 თავის „2.4“ პუნქტის პირველი წინადადება (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია ) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26- მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ შრომის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას . მოცემულ შემთხვევაში , როგორც აღინიშნა , გასაჩივრებული რეგულაციები , ერთი მხრივ , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურისათვის კრძალავს სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლას და , მეორე მხრივ , ხსენებული აკრძალვის დარღვევისათვის ითვალისწინებს დამრღვევი მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნას . მოსარჩელის არგუმენტაციით , სადავო ნორმებით გათვალისწინებულ დაწესებულებებში ვიზიტის აკრძალვა არაკონსტიტუციურია , რამდენადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ეზღუდებათ სრულიად კანონიერი ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა არასამუშაო საათებში ან /და შვებულების პერიოდში .

17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად , „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს , რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეებისალომე ქინქლაძე , ნინო კვეტენაძე , ნინო ოდიშარია , დაჩი ჯანელიძე , თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-12). აუცილებელია , რომ საქართველოს კონსტიტუციის განმარტების პროცესში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თითოეული კონსტიტუციური უფლების შინაარსის განსაზღვრა მათი მიზანმიმართულებისა და ღირებულებების გათვალისწინებით უზრუნველყოს . ამავდროულად , „ბუნებრივია , ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა , კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს ისევე , როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს ) ერთმანეთს . თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება , უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა , ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზესაქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-11).

18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად , განსხვავებულია საქართველოს კონსტიტუციის 25- მუხლის პირველი პუნქტითა და 26- მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროები . კერძოდ , საქართველოს კონსტიტუციის 25- მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია საქართველოს ყოველი მოქალაქის მიერ ნებისმიერი საჯარო თანამდებობის დაკავებისა და მის ფარგლებში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება . საქართველოს კონსტიტუციის 26- მუხლის პირველი პუნქტი კი შეეხება შრომითი ურთიერთობის იმ სპექტრს , რომელიც არ გულისხმობს საჯარო თანამდებობის დაკავებას . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით , საქართველოს კონსტიტუციის 25- მუხლის პირველი პუნქტი საჯარო სამსახურში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებით ქმნის კონსტიტუციურ გარანტიებს . მოცემული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში მცდარი იქნებოდა შრომითი ურთიერთობის სრული სპექტრის კონსტიტუციის 26- მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში მოქცევა , რამდენადაც საქართველოს კონსტიტუცია შრომითი ურთიერთობების გარკვეული სეგმენტის მოწესრიგებას , კერძოდ , საქმიანობას საჯარო დაწესებულებებში , მიუხედავად იმისა , რომ აღნიშნული , თავისი არსით , შრომით საქმიანობას წარმოადგენს , უკავშირებს კონსტიტუციის 25- მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროს (იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/9/556 საოქმო ჩანაწერი საქმეზესაქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-3).

19. შესაბამისად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო , ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში , შრომითი ურთიერთობის მახასიათებლებიდან გამომდინარე და საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული დებულებების მიზანმიმართულების გათვალისწინებით , ადგენს შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი რეგულაცია და მისგან მომდინარე შეზღუდვა შემხებლობაშია და ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 25- მუხლის პირველი პუნქტით თუ 26- მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროს . აღნიშნულისათვის კი გადამწყვეტია , დადგინდეს , განეკუთვნება თუ არა კონკრეტული თანამდებობასაჯარო თანამდებობას “, რამდენადაც სწორედსაჯარო თანამდებობისდაკავების და მის ფარგლებში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლებას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის 25- მუხლის პირველი პუნქტი , რაც , ამ მხრივ , გამორიცხავს აღნიშნულ ურთიერთობაზე საქართველოს კონსტიტუციის 26- მუხლის პირველი პუნქტის გავრცელების შესაძლებლობას (იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის №3/1/1272 საოქმო ჩანაწერი საქმეზესაქართველოს მოქალაქე მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის №3/2/767 საოქმო ჩანაწერი საქმეზესაქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/9/556 საოქმო ჩანაწერი საქმეზესაქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-3).

20. განსახილველ შემთხვევაში , თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე , კონკრეტული აქტივობის განხორციელების შეზღუდვა შეეხება პირს , რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი -ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე -5 განყოფილების უბნის ინსპექტორ -გამომძიებლის პოზიციაზე . შესაბამისად , უნდა დადგინდეს , რამდენად წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსარჩელის საქმიანობა საჯარო საქმიანობას და მის მიერ დაკავებული თანამდებობა საჯარო თანამდებობას .

21. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად , მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად , კანონის საფუძველზე იქმნება სამინისტრო , რომელთაგანაც ერთ -ერთს სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განეკუთვნება . თავის მხრივ , „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე -3 მუხლის მიხედვით , სამინისტროს საქმიანობის სფეროა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა , დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა , აღკვეთა , გამოძიება და ანალიზი , აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა . აღნიშნული დებულების თანახმად , ზემოხსენებული მიზნების მიღწევა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა ორგანოებისსტრუქტურული ქვედანაყოფების , ტერიტორიული ორგანოების , სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ , თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში . ზემოხსენებული დებულების მე -8 მუხლის შესაბამისად , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან ერთ -ერთს სწორედ ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტი განეკუთვნება , რომლის რაიონული დანაყოფების კომპეტენციას , „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს . თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზესაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანების მიხედვით , საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის , დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენის , აღკვეთისა და გამოძიების სფეროში საქმიანობა წარმოადგენს . შესაბამისად , რამდენადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ფარგლებში , მათ შორის , მოსარჩელის პროფესიული საქმიანობა ხსენებული საჯარო მიზნების უზრუნველყოფას ემსახურება , აღნიშნული თანამდებობა განხილული უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 25- მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საჯარო თანამდებობად , რომლის დაკავებისა და განხორციელების კანონით განსაზღვრული პირობები უნდა შეესაბამებოდეს სწორედ საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული დებულებით დადგენილ მოთხოვნებს .

22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად , „იმ შემთხვევაში , როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია , უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები , ეჭვგარეშეა , რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით , წინააღმდეგ შემთხვევაში , შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-4). შესაბამისად , რამდენადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურის , მათ შორის , მოსარჩელის თანამდებობა წარმოადგენსსაჯარო თანამდებობას “, აღნიშნული თანამდებობის დაკავებისა და მის ფარგლებში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლება განმტკიცებულია და აღნიშნული უფლების შემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 25- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

23. აღნიშნულიდან გამომდინარე , სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების პირველი და მე -2 პუნქტების და საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე -2 თავის „2.4“ პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით , №1501 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი .

24. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების მე -2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან მიმართებით . დასახელებული სადავო ნორმით დადგენილია , რომ სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესვლა გამოიწვევს მათ გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან . ამდენად , საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების მე -2 პუნქტი ქმნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის .

25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , პიროვნების თავისუფალი განვითარება უზოგადესი უფლებაა . საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის , რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში , თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს (იხ ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეებილევან ასათიანი , ირაკლი ვაჭარაძე , ლევან ბერიანიძე , ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ “, II-57). საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად , იმ შემთხვევაში , თუ დადგინდება , რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ესა თუ ის უფლებრივი კომპონენტი დაცულია სპეციალური კონსტიტუციური დებულებით , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს არა საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან , არამედიმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით , რომელიც მოცემული უფლებრივი კომპონენტის კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს ადგენს (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ დაშპს ტელეკომპანია საქართველოსაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-7).

26. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურის შესვლა სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში , არ უნდა იწვევდეს მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას . წინამდებარე საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა , რომ მოსარჩელის თანამდებობა წარმოადგენსსაჯარო თანამდებობასდა ამ თანამდებობის დაკავებისა და მის ფარგლებში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლების შემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის 25- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (იხ . სამოტივაციო ნაწილის 20-23 პარაგრაფები ). ამასთანავე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკით დადგენილია , რომ საქართველოს კონსტიტუციის 25- მუხლის პირველი პუნქტის მე -2 წინადადება მოიცავს საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს , მათ შორის , სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი , ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-12,13).

27. ამდენად , აშკარაა , რომ იმ სადავო ნორმის კონსტიტუციურობა , რომელიც ითვალისწინებს პირის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლებას და , ამ მხრივ , ზღუდავს საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლებას , შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 25- მუხლის პირველი პუნქტის მე -2 წინადადებასთან მიმართებით . შესაბამისად , სადავო ნორმას არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლით გარანტირებულ უფლებასთან .

28. აღნიშნულიდან გამომდინარე , სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების მე -2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან მიმართებით , №1501 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი .

29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის თანახმად , კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება , თუსადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე , რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის “.

30. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის , მათ შორის , საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების პირველი პუნქტისა და საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე -2 თავის „2.4“ პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან მიმართებით . სადავო რეგულაციები წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს . შესაბამისად , სასარჩელო მოთხოვნა არსებითად განსახილველად მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ დადგინდება , რომ აღნიშნული აქტების კონსტიტუციურობაზე სრულყოფილი მსჯელობა შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასების გარეშე .

31. სადავო ნორმების თანახმად , აკრძალულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლა . მოსარჩელის არგუმენტაციით , საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესი ლეგალიზებულ საქმიანობას წარმოადგენს და , კანონმდებლობით დადგენილი წესით , ფუნქციონირებს საქართველოს ნებისმიერ ქალაქში . შესაბამისად , ნებისმიერ პირს , კანონმდებლობით დადგენილი ასაკის მიღწევის შემდგომ , გააჩნია უფლება , დაუბრკოლებლად შევიდეს აზარტული თამაშების დაწესებულებაში (ტოტალიზატორში , სამორინეში , სათამაშო აპარატების სალონში და სხვა ). განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი დებულებები კი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს უკრძალავს მსგავსი კატეგორიის დაწესებულებაში შესვლას , მათ შორის , არასამუშაო საათებში და შვებულებაში ყოფნის პერიოდში , როდესაც მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებულია და პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად იდენტიფიცირება სამსახურებრივი უნიფორმის , იარაღის თუ სხვა საშუალებით შეუძლებელია .

32. ლატარიების , აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებსაქართველოს კანონის 32- მუხლის 11 პუნქტის თანახმად , აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა ) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან /და თამაშობაში (მათ შორის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში ) მონაწილეობისთვის დაშვება . ამავე კანონის მე -3 მუხლის  „ 3ქვეპუნქტის შესაბამისად , აკრძალულ პირი არის ის პირი , რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან /და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა ) მონაწილეობა , მათ შორის , თამაშობის სისტემურ -ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში . ამ კანონის მიზნებისთვის კი აკრძალულ პირს წარმოადგენს , მათ შორის , საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი (მათ შორის , „საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე , საჯარო მოსამსახურე , სახელმწიფო -პოლიტიკური თანამდებობის პირი , პოლიტიკური თანამდებობის პირი ).

33. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების პირველი მუხლის მე -4 პუნქტის თანახმად , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი . ამდენად , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და , შესაბამისად , სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა ორგანოებისტრუქტურული ქვედანაყოფები , ტერიტორიული ორგანოები , სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები წარმოადგენენ საბიუჯეტო ორგანიზაციებს და მათში დასაქმებულ პირებზე ვრცელდებალატარიების , აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი აკრძალვა .

34. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში განმარტავს , რომ იგი დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ -ერთ განყოფილებაში , ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტი კი წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს . აღნიშნულიდან გამომდინარე , აშკარაა , რომ მოსარჩელის სამსახურებრივ პოზიციაზე დასაქმებულ პირებზე ვრცელდებალატარიების , აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებსაქართველოს კანონი და ამ კანონის საფუძველზე , მათ ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა , რაც ასევე მოიცავს სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის აკრძალვასაც .

35. ამდენად , ნათელია , რომ სადავო წესი , რომელსაც მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევს , გათვალისწინებულიალატარიების , აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებსაქართველოს კანონით . „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -7 მუხლის მე -7 პუნქტის თანახმად , საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ . ამდენად , წესი , რომელსაც მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს , დადგენილია სწორედ ნორმატიული აქტების იერარქიაში უფრო მაღლა მდგომი აქტით . შესაბამისად , საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას , სრულფასოვნად იმსჯელოს სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე იერარქიულად მასზე მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტზე მსჯელობის გარეშე .

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების პირველი პუნქტისა და საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე -2 თავის „2.4“ პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან მიმართებით , №1501 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველადსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე .

37. №1501 კონსტიტუციურ სარჩელთან მიმართებით , სახეზეა გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საფუძვლები . აღნიშნული კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად , იწვევს საქმეზე წარმოების შეწყვეტას , მიუხედავად იმისა , არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმების იდენტური /მსგავსი შინაარსის მქონე დებულებები .

38. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 29- მუხლის მე -2 პუნქტის საფუძველზე , №1501 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს .

  III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 21- მუხლის მე -2 პუნქტის , 29- მუხლის მე -2 პუნქტის , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 43- მუხლის საფუძველზე ,

 

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

:

 1. შეწყდეს საქმე №1501 კონსტიტუციურ სარჩელზე („არტურ მურადიანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ “).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე , გაეგზავნოს მხარეებს დასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

 კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძე

 ირინე იმერლიშვილი

 ხვიჩა კიკილაშვილი

 თეიმურაზ ტუღუში