„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 25/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016630
7
18/03/2024
ვებგვერდი, 18/03/2024
010250020.35.158.016630
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2024 წლის 18 მარტი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2023, 010250020.35.158.016623) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
 
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას, უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:
 
ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
 
ბ) სოციალურად დაუცველი პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-სს;
 
გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს;
 
დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს;
 
ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს;
 
ვ) მარტოხელა მშობლებს;
 
ზ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირებს.
 
2. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების ბაზა ფორმირდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ, მოსარგებლე პირების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.
 
3. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით ტრანსპორტის გამოყოფა მოხდება საზოგადოებრივი მოთხოვნის გათვალისწინებით.
 
4. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მხარეში გამართულ კულტურულ, სოციალურ და სხვა ღონისძიებებში ჩართულობისთვის ტრანსპორტით უზრუნველყოფა განხორციელდება საჭოროების მიხედვით შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი