„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-4
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 15/03/2024
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240080.64.076.016134
ნ-4
15/03/2024
ვებგვერდი, 20/03/2024
010240080.64.076.016134
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-4
2024 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი – 24/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.64.076.016052) დამტკიცებულ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 52 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 მუხლი:

„მუხლი 53. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საფინანსო-საბუღალტრო მიმართულება)

ა) უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან საბუღალტრო აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით;

ბ) საბუღალტრო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას;

გ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის I და III თავების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მარეგულირებელი ნორმები, საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავის, საქართველოს კანონის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 დეკემბრის №791 დადგენილების „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილების „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 2 თებერვლის №32 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანების „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა;

დ) კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა „ორისის“, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების პროგრამის (E-Treasury) ცოდნა, ასევე საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint) კარგი ცოდნა;

ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 12 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე