დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016290 |
|
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში (ვებგვერდი, 10/04/2018; სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016176) შეტანილ იქნეს ცვლილება: |
ა)
პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №4-ის (ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი):
ა.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა.ბ) 64-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
ბ)
მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. მოსამსახურეს როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნისას უნაზღაურდება მისი და მისი ოჯახის წევრების პირველადი მოწყობის ხარჯები, რომელიც გაიცემა ერთჯერადი დახმარების სახით „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების შესაბამისი სადღეღამისო ნორმის სამოცმაგი ოდენობით, ასევე თითოეული ოჯახის წევრზე (გარდა მხარდაჭერის მიმღებისა და მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირებისა) დამატებით – ამ პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის 10%.“. |
გ)
41-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს 411 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,411. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისთვის ყოველწლიურად გათვალისწინებული, აგრეთვე დამატებით გამოყოფილი და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად გათვალისწინებული, ადგილსამყოფელ ქვეყანაში გადასარიცხი ასიგნება (გარდა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისთვის უძრავი ქონების შეძენისა) მიეკუთვნება დიპლომატიური დაწესებულებების შენახვისა და ატაშატის ხარჯებს. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები