დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს საქმიანობის შეწყვეტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველოსბის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების- “სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციისდებილების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 23 სექტემბრის №253/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 227/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 01/09/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/01/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.035.007.678 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.007.678
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №227/ნ
2005 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს საქმიანობის შეწყვეტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ,,სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 23 სექტემბრის №253/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2005 წლის 1 სექტემბრიდან შეწყვეტილ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს საქმიანობა.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ,,სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 23 სექტემბრის №253/ნ ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №106, მუხ. 927) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის დებულებიდან ამოღებულ იქნეს ,,31” მუხლი.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები