დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.109.016422 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/03/2024 - 26/12/2025)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ და „დ.ა“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი“ დანართის სახით თანდართულ ფორმებთან ერთად (ფორმა №1, ფორმა №2 და ფორმა №3). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულება |
მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურებს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
1. ორგანო – მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2 დაწესებულება – მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. 3. ქონება – მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული, მათ შორის, მუნიციპალიტეტისგან სარგებლობის უფლებით გადაცემული აქტივები. 4. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 5. ინვენტარიზაციის კომისია – ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით მერიაში, საკრებულოში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიულ პირებში შექმნილი კომისია. 6. ქონების განადგურება – შესაბამის ორგანიზაციაზე/საწარმოზე ხელშეკრულების საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ჩამოწერილი ქონება. |
მუხლი 3.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა |
1. მუნიციპალიტეტის მერიის (საკრებულოს, თუ ცალკე აქვს ბალანსი) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება:
ა) მოძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით; ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. 2. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების (შემდგომში – დაწესებულება) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება: ა) მოძრავი ქონების – დაწესებულების ხელმძღვანელი პირის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებითა და მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით; ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. |
მუხლი 4.
ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის შექმნისა და ქონების ჩამოწერის წესი |
1. მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს (თუ ცალკე აქვს ბალანსი) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. მერიის, საკრებულოს, მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი, ბუღალტერი (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, საინვენტარიზაციო კომისიის დასაკომპლექტებლად საშტატო ერთეულების არასაკმარისი რიცხოვნობის შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მათი მაქსიმალური რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა.
2. საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (ფორმა №1 და ფორმა №2) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (ფორმა №3), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. საინვენტარიზაციო კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს მერს, საკრებულოს, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. |
მუხლი 5.
ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა |
1. მერიის, საკრებულოს და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ დადგენილების ფორმა №3 -ის საფუძველზე ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
2. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას მერია, საკრებულო და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 6.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი აქტივების განადგურება |
1. ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, მერიის, საკრებულოს და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი. 3. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება უნდა განხორციელდეს ამ მიზნისათვის კანონმდებლობით გამოყოფილ ადგილებში. 4. ქონების განადგურებად ითვლება მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი აქტივების მიღება-ჩაბარების აქტით შესაბამისი იურიდიული პირისთვის (ნაგვის გადამზიდი იურიდიული პირი) ნაგვის გადაცემა. 5. ქონების განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია.
ფორმა №1
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
20 წლის --------------------------------------------------------------- მდგომარეობით ორგანოს, დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის, წარმომადგენლობის დასახელება -------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
*შენიშვნა: თვითღირებულება მოიცავს სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში არსებით გაუმჯობებსებას
კომისიის წევრი: 1. ------------------ 2. ------------------ 3. ------------------ 4. ------------------
ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე ------------------------------------
ფორმა №2
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი
20 წლის --------------------------------------------------------------- მდგომარეობით ორგანოს, დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის, წარმომადგენლობის დასახელება ------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრი: 1. ------------------ 2. ------------------ 3. ------------------ 4. ------------------
ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე ------------------------------
ფორმა №3
ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტი
20 წლის --------------------------------------------------------------- მდგომარეობით ორგანოს, დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის, წარმომადგენლობის დასახელება ------ -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის შემადგენლობა ----------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20 წ ------- --------------- № ----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის --------------------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა -------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ძირითადი საშუალების დასახელება)
და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი: -------------------------------------------------------------- 2. საწყისი საბალანსო ღირებულება: -------------------------------------------------------------------------------- 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) -----------------------------------------; ბ) -------------------------------------; გ) -------------------------------------- კომისიის დასკვნა: -------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრი: 1. ------------------------ 2. ------------------------- 3. ------------------------- 4. ------------------------- ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე ------------------------------ ბ. ა.
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: ---------------------------- (----------------------------) ლარი
ლიკვიდაციის შედეგი: --------------------------------------------------------------------------------------
მთავარი ბუღალტერი ---------------------- „----- “ ------------------------ 20 წელი
კომისიის თავმჯდომარე ---------------------- ბ. ა.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები