„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 მარტის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 მარტის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016707
11
15/03/2024
ვებგვერდი, 18/03/2024
010250000.35.153.016707
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 მარტის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2024 წლის 15 მარტი 

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 მარტის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 მარტის №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250000.35.153.016432, 22/03/2018 წ.), კერძოდ:

1. დადგენილების პირველი მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„დ)  წეროვნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. წეროვანი, სოფ. სხალტბა.“.

2. დადგენილების პირველი მუხლის „ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ი) წილკნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. წილკანი.“.

3. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს „ღ“ და „ყ“ პუნქტები:

„ღ) ჩარდახის ადმინისტრაციული ერთეული:  სოფ. ჩარდახი, სოფ. გოროვანი ;

ყ)  ერედის ადმინისტრაციული ერთეული:  სოფ. ერედა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კვახაძე