რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი „უნივერსის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202457493) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი „უნივერსის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202457493) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/03/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2024
სარეგისტრაციო კოდი
123
13/03/2024
ვებგვერდი, 18/03/2024
რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი „უნივერსის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202457493) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება №123

2024 წლის 13 მარტი

თბილისი

 

რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი „უნივერსის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202457493) ლიკვიდაციის  პროცესის  დასრულების  შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2-მე-5 პუნქტების საფუძველზე:

1. დასრულებულად ჩაითვალოს რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი „უნივერსის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 202457493) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი: 01036002403).

2. რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი „უნივერსი“ ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის უწყებრივი რეესტრიდან.

3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის  

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი                                                ნათელა თურნავა