დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებათა დამტკიცების და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 10 თებერვლის №59/ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 188/ო |
დოკუმენტის მიმღები | ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო |
მიღების თარიღი | 13/05/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 13/05/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 000002200.12(0).03.000264 |
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის
ბრძანება №188/ო
1998 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებათა დამტკიცების და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 10 თებერვლის №59/ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 აპრილის №232 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი შემდეგი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებები:
ა) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის (დანართი 1);
ბ) სამედიცინო ტექნიკის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის (დანართი 2);
გ) სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტის (დანართი 3);
დ) დემოგრაფიის დეპარტამენტის (დანართი 4);
ე) ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციის (დანართი 5);
ვ) სამხედრო-სამობილიზაციო დეპარტამენტის (დანართი 6);
ზ) წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის (დანართი 7).
2. დაეცალოს სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს თავიანთი საქმიანობა წარმართონ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულების საფუძველზე და აღნიშნული დებულებების შესაბამისად;
3. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს 1998 წლის 10 თებერვლის №159/ო ბრძანებიდან ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტი და ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბრძანების დანართი № 2 - წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის დებულება.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.
ა. ჯორბენაძე
დოკუმენტის კომენტარები