ტექნიკური რეგლამენტის – საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და გეგმარების შესახებ დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის – საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და გეგმარების შესახებ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024473
79
13/03/2024
ვებგვერდი, 14/03/2024
300160070.10.003.024473
ტექნიკური რეგლამენტის – საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და გეგმარების შესახებ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №79

2024 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და გეგმარების შესახებ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – საფეხმავლო ბილიკების  მონიშვნისა და გეგმარების შესახებ“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 ოქტომბრის №475 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი – საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე