„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017809
80
14/03/2024
ვებგვერდი, 15/03/2024
200090000.22.033.017809
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №80

2024 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 394 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგის შინაარსის 395 მუხლი:

მუხლი 395. ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი სტაციონარული სავაჭრო ობიექტების და არასტაციონარული სავაჭრო ადგილების მეიჯარის მიერ ინფორმაციის წარდგენა

1. პირი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაშია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ბაზრობა და რომელიც ახდენს ამ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი სტაციონარული სავაჭრო ობიექტის ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილის იჯარით (მათ შორის, ქვეიჯარით) გაცემას, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იმ პირთა (მათ შორის, ქვემოიჯარეთა) შესახებ, რომლებზეც სტაციონარული სავაჭრო ობიექტი ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილი იჯარით/ქვეიჯარით გაცემულია ერთ კალენდარულ დღეზე მეტი პერიოდით.

2. ბაზრობა (ბაზრობის ტერიტორია) არის პირის ან/და პირთა ჯგუფის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც საქონლის სარეალიზაციოდაა განკუთვნილი.

3. არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

4. პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს ბაზრობის ტერიტორიაზე სტაციონარული სავაჭრო ობიექტის ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირთა შემადგენლობაში ცვლილების (ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის) შემთხვევაში – არაუგვიანეს შესაბამისი ცვლილების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

5. პირი, რომელიც სტაციონარული სავაჭრო ობიექტის ან არასტაციონარული სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემას ახორციელებს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არ განიხილება ბაზრობის ტერიტორიად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, არაუგვიანეს პირობების დაკმაყოფილების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით წარმოსადგენ ინფორმაციას განეკუთვნება:

ა) მეიჯარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა და იურიდიული მისამართი;

ბ) ბაზრობის საფირმო სახელწოდება;

გ) მიწის საკადასტრო კოდ(ებ)ი და შესაბამისი მისამართ(ებ)ი;

დ) სტაციონარული და არასტაციონარული ობიექტების რაოდენობა;

ე) ინფორმაცია მოიჯარისა და ქვემოიჯარის შესახებ, მათ შორის: დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში – ინფორმაცია მოქალაქეობის შესახებ;

ვ) მოიჯარის/ქვემოიჯარის საქმიანობის სახე;

ზ) იჯარით/ქვეიჯარით გაცემული ობიექტის ფართობი (კვ.მ) და ტიპი;

თ) იჯარის/ქვეიჯარის ხელშეკრულების ნომერი, თარიღი, თანხა ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულების დაწყების, დასრულების, ცვლილების და შეწყვეტის თარიღი;

ი) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

7. მოიჯარის/ქვემოიჯარის მიერ ბაზრობაზე (ბაზრობის ტერიტორიაზე) იჯარით აღებული სტაციონარული სავაჭრო ობიექტის/არასტაციონარული სავაჭრო ადგილის ქვეიჯარით გაცემის შემთხვევაში, მოიჯარე/ქვემოიჯარე ვალდებულია, ქვეიჯარით გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, აღნიშნულის შესახებ აცნობოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს, საგადასახადო ორგანოში ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის მიზნით.

 8. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულების დარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. 112- მუხლის 68- პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 69- პუნქტი:

 „69. პირი, რომელიც სტაციონარული სავაჭრო ობიექტის ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემას ახორციელებს ბაზრობის ტერიტორიაზე და აღნიშნული საიჯარო ურთიერთობა წარმოშობილია 2024 წლის 1 აპრილამდე, ვალდებულია ამ ინსტრუქციის 395 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს არაუგვიანეს 2024 წლის 31 მაისისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის  1 აპრილიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი