„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 13/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016688
4
13/03/2024
ვებგვერდი, 19/03/2024
300280000.16.009.016688
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №4

2024 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„2. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ოდენობა ყოველი საანგარიშო თვისათვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

 

Tცვლ – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი  (თეთრი /კვტსთ);

P – კომისიასთან შეთანხმებული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოებისათვის საჭირო ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასი (თეთრი/მ3);

Tტრანს  კომისიის ნორმატიული აქტით დადგენილი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი (თეთრი/მ3);

Tგანაწ  – კომისიის ნორმატიული აქტით იმ განაწილების ლიცენზიატისათვის დადგენილი ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფი (თეთრი/მ3), რომლის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე არის მიერთებული გარანტირებული სიმძლავრის წყარო (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ საანგარიშო თვეში ელექტროენერგიის წარმოებისათვის შესყიდული ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი მოცულობა (მ3);

IC – უბალანსობის ღირებულების მიზანშეწონილი და გონივრული ოდენობა საანგარიშო პერიოდში (ლარი);

E – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ საანგარიშო თვეში სალტეზე გაცემული (რეალიზებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა (კვტსთ);

CRF – კომისიის ნორმატიული აქტით დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.“.

2.  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული ტარიფების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnerc.org), ხოლო გამოქვეყნების და, აგრეთვე, გასაანგარიშებლად წარსადგენი ინფორმაციის წესი და პირობები განსაზღვრულია კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებით დამტკიცებული „გარანტირებული სიმძლავრის საფასურის და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №62) მე-15 მუხლით.“.

3.  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„5. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით   განსაზღვრულ ვადებში დადგენილი წესით უზრუნველყოს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ანაზღაურება მათ მიერ გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს:

ა) 175 დღისა – შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ (№9 ენერგობლოკი);

ბ) 121 დღისა – შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (№3 ენერგობლოკი);

გ) 154 დღისა – შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (№4 ენერგობლოკი);

დ) 182 დღისა – შპს „ჯიფაუერისთვის“;

ე) 290 დღისა – შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“;

ვ) 422 დღისა – შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-სთვის.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე