დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.024470 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2023, 010220020.10.003.023847) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, 2024 წლის 2 − 5 მაისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ქ. თბილისში გასამართი 57-ე ყოველწლიური შეხვედრის სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, შეიქმნას 2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით: 1. ლაშა ხუციშვილი − საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველი − კომისიის თავმჯდომარე. 2. ლევან დავითაშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) ალტერნატიული მმართველი − კომისიის წევრი. 3. თეა წულუკიანი − საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, ვიცე-პრემიერი − კომისიის წევრი. 4. ილია დარჩიაშვილი − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − კომისიის წევრი. 5. ირაკლი ქარსელაძე − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის წევრი. 6. რატი ბრეგაძე − საქართველოს იუსტიციის მინისტრი − კომისიის წევრი. 7. ვახტანგ გომელაური − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − კომისიის წევრი. 8. ოთარ შამუგია − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − კომისიის წევრი. 9. გიორგი ამილახვარი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი − კომისიის წევრი. 10. მიხეილ სარჯველაძე − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − კომისიის წევრი. 11. ლევან ჟორჟოლიანი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − კომისიის წევრი. 12. ანზორ ჩუბინიძე − სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი. 13. გიორგი კაკაურიძე − საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი. 14. ეკატერინე გუნცაძე − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.“. 2. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ლესლსი ლამის − აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონულ დირექტორს.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები