“სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 1549
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 01/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 11/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.675
  • Word
1549
31/08/2005
სსმ, 103, 01/09/2005
010.130.000.22.027.007.675
“სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.675

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1549

2005 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანებით დამტკიცებული სახელ­მწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების:

1) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური;

ბ) მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური.“.

2) მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია და რეგისტრა­ციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა (შეცვლა);

ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტის) გაცემა და შეცვლა;

გ) საქართველოში დროებით მყოფ უცხოელთა რეგისტრაცია (მოქმედი უცხოური პასპორტების რეგისტრაცია);

დ) პირადობის დადასტურებისა და პასპორტის გაცემის სფეროში საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ე) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;

ვ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება და შეცვლა;

ზ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენა და გაუქმება;

თ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;

ი) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნის, აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა;

კ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგის­ტრაციის მოწმობების ბლანკების შენახვისა და გამო­ყენების კონტროლი;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

3. მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქ­ტების რეგისტრაციის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა ,,ბ” ქვეპუნქტისა) გათ­ვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“

3) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ტერიტორიულ ორგანოს სტრუქტურულ ერ­თეულს შეიძლება ჰქონდეს განყოფილება, რომლის უფ­ლება­მოსილება განისაზღვრება იუსტიციის მინის­ტრის ბრძანებით.“

4) მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის, აგრეთვე მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის უფროსის არყოფ­ნის შემთხვევაში, მოადგილე ხელმძღვანელობს სამსა­ხურის საქმიანობას და ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფ­ლე­ბამოსილებებს ტერიტორიული ორგანოს შესაბა­მი­სი სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მრჩე­­ველი შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის დეპარ­ტა­მენ­ტის თავმჯდომარის ან ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებ­რივი ინ­ფორ­მატიზაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარ­დგინებით და მინისტრის თანხმობით.“.

5) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსს შესაბამისი სტრუქ­ტურული ერთეულის თანამშრომელთაგან სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარის ან ნორმა­ტიუ­ლი აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სა­­მარ­­­თლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის თავ­მჯდომარის წარდგინებით, კანონმდელობით დადგენი­ლი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს მოსამსა­ხურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეო­ბების შესრულებას;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმო­წერით ადასტურებს და ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა, შესაბამისი სამსახურის უფროსს წარად­გენს ინფორმაციას განყოფილების მიერ გაწეული მუშაო­ბის შესახებ;

ვ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას დაუყოვ­ნებლივ აწვდის სამინისტროს და სამსახურის უფროსს დამატებით ინფორმაციას განყოფილების მუშაობის თაობაზე;

ზ) წარუდგენს შესაბამისი სამსახურის უფროსს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;

თ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ი) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას გამოდის სასამართლოში სათანადო რწმუნების გარეშე და ასრულებს საქართველოს სამოქალაქო და ადმინის­ტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწი­ნე­ბულ ყველა შესაბამის მოქმედებას, მათ შორის შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე და გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვე­ტილება;

კ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამარ­თლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით გან­საზღვრულ ცალკეულ ფუნქციებსა და დავალებებს.“.

მუხლი 2. „სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანების დანართი №1 ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

სახელმწიფო რეესტრის მწარმოე­ბელი ტერიტორიული ორგანოს სამსახურების სამოქმედო ტერიტორია

1. ქ. თბილისის გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრა­ციის სამსახურები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

2. საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების (რომლებიც ახორციელებენ ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა ,,ბ” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლება­მო­სილებებს), სამოქმედო ტერიტორიაა შესაბამისი რაიონის (ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) ტერიტორია.

3. საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების (რომლებიც ახორციელებენ ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლე­ბამოსილებას), აგრეთვე სახელმწიფო რეგისტრა­ციის სამსახურების სამოქმედო ტერიტორიაა:

ა) თელავის საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრა­ციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსა­ხური; კახეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:

ა.ა) ახმეტის რ-ნი;

ა.ბ) გურჯაანის რ-ნი;

ა.გ) დედოფლისწყაროს რ-ნი;

ა.დ) თელავის რ-ნი;

ა.ე) ლაგოდეხის რ-ნი;

ა.ვ) საგარეჯოს რ-ნი;

ა.ზ) სიღნაღის რ-ნი;

ა.თ) ყვარლის რ-ნი;

ბ) მცხეთის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის­ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური; მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რეგისტრა­ციის სამსახური:

ბ.ა) ახალგორის რ-ნი;

ბ.ბ) დუშეთის რ-ნი;

ბ.გ) თიანეთის რ-ნი;

ბ.დ) მცხეთის რ-ნი;

ბ.ე) ყაზბეგის რ-ნი;

გ) ქვემო ქართლის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:

გ.ა) ქ. რუსთავი;

გ.ბ) ბოლნისის რ-ნი;

გ.გ) გარდაბნის რ-ნი;

გ.დ) დმანისის რ-ნი;

გ.ე) თეთრიწყაროს რ-ნი;

გ.ვ) მარნეულის რ-ნი;

გ.ზ) წალკის რ-ნი.

1) რუსთავის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის­ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური:

1.ა) ქ. რუსთავი;

1.ბ) გარდაბნის რ-ნი;

1.გ) თეთრიწყაროს რ-ნი;

1.დ) წალკის რ-ნი.

2) მარნეულის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის­ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრა­ციის სამსახური:

2.ა) მარნეულის რ-ნი;

2.ბ) დმანისის რ-ნი.       

3) ბოლნისის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის­ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური:

3.ა) ბოლნისის რ-ნი.

დ) გორის საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრა­ციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსა­ხური; შიდა ქართლის სახელმწიფო რეგისტრა­ციის სამსახური:

დ.ა) გორის რ-ნი;

დ.ბ) კასპის რ-ნი;

დ.გ) ქარელის რ-ნი;

დ.დ) ხაშურის რ-ნი;

დ.ე) ჯავის რ-ნი;

დ.ვ) ქ. ცხინვალი;

ე) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:

ე.ა) ადიგენის რ-ნი;

ე.ბ) ასპინძის რ-ნი;

ე.გ) ახალქალაქის რ-ნი;

ე.დ) ახალციხის რ-ნი;

ე.ე) ბორჯომის რ-ნი;

ე.ვ) ნინოწმინდის რ-ნი.

1) ახალციხის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის­ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური:

1.ა) ადიგენის რ-ნი;

1.ბ) ასპინძის რ-ნი;

1.გ) ახალციხის რ-ნი;

1.დ) ბორჯომის რ-ნი.

2) ახალქალაქის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის­ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრა­ციის სამსახური:

2.ა) ახალქალაქის რ-ნი.

3) ნინოწმინდის საპასპორტო, მოსახლეობის რე­გის­ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრა­ციის სამსახური:

3.ა) ნინოწმინდის რ-ნი.

ვ) ამბროლაურის საპასპორტო, მოსახლეობის რე­გის­ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელ­მწიფო რეგისტრაციის სამსახური:

ვ.ა) ამბროლაურის რ-ნი;

ვ.ბ) ლენტეხის რ-ნი;

ვ.გ) ონის რ-ნი;

ვ.დ) ცაგერის რ-ნი;

ზ) ქუთაისის საპასპორტო, მოსახლეობის რე­გის­­­ტრა­­ციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური; იმერეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:

ზ.ა) ქ. ქუთაისი;

ზ.ბ) ბაღდათის რ-ნი;

ზ.გ) ვანის რ-ნი;

ზ.დ) ზესტაფონის რ-ნი;

ზ.ე) თერჯოლის რ-ნი;

ზ.ვ) სამტრედიის რ-ნი;

ზ.ზ) საჩხერის რ-ნი;

ზ.თ) ტყიბულის რ-ნი;

ზ.ი) წყალტუბოს რ-ნი;

ზ.კ) ჭიათურის რ-ნი;

ზ.ლ) ხარაგაულის რ-ნი;

ზ.მ) ხონის რ-ნი;

თ) ზუგდიდის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის­ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური; სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სახელ­მწიფო რეგისტრაციის სამსახური:

თ.ა) ქ. ფოთი;

თ.ბ) აბაშის რ-ნი;

თ.გ) ზუგდიდის რ-ნი;

თ.დ) მარტვილის რ-ნი;

თ.ე) მესტიის რ-ნი;

თ.ვ) სენაკის რ-ნი;

თ.ზ) ჩხოროწყუს რ-ნი;

თ.თ) წალენჯიხის რ-ნი;

თ.ი) ხობის რ-ნი;

ი) ოზურგეთის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის­ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური; გურიის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:

ი.ა) ლანჩხუთის რ-ნი;

ი.ბ) ოზურგეთის რ-ნი;

ი.გ) ჩოხატაურის რ-ნი;

კ) ბათუმის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის­ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამ­სახური; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუს­ტიციის დეპარტამენტი:

კ.ა) ქ. ბათუმი;

კ.ბ) ქობულეთის რ-ნი;

კ.გ) ხელვაჩაურის რ-ნი;

კ.დ) ქედის რ-ნი;

კ.ე) ხულოს რ-ნი;

კ.ვ) შუახევის რ-ნი;

ლ) აფხაზეთის ა/რ მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური;

მ) ცხინვალის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსა­ხური.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დევნი­ლების, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბ­ლიკის გულრიფშის რაიონის აჟარის თემის მოსახ­ლეობაზე პირადობის მოწმობას გასცემენ (შეცვლიან) შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახუ­რები. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის პირებზე პას­პორტის გაცემას (შეცვლას ან/და მოქმედების ვადის გაგრძელებას) ახორციელებენ ამ უფლებამოსილების მქონე, შესაბამისი საპასპორტო, მოსახლეობის რეგის­ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრა­ციის სამსახურები, სადაც დროებით ცხოვრობს ან აპირებს დასახლებას იძულებით გადაადგილებული ან/და აჟარის თემის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.

შენიშვნა:

ქურთას თემისა და ერედვის თემის მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრა­ციის სამსახურების სამოქმედო ტერიტორიაა ქ. ცხინ­ვალი, ჯავის რაიონი და ყოფილი ცხინვალის რაიონი.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

კ. კემულარია