საქართველოს შსს 1998 წლის 3 ივლისის №325 ბრძანებით დამტკიცებულ სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს შსს 1998 წლის 3 ივლისის №325 ბრძანებით დამტკიცებულ სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 379
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 22/07/2002
სარეგისტრაციო კოდი 014003000.11(1).180.005420
379
08/07/2002
სსმ, 73, 22/07/2002
014003000.11(1).180.005420
საქართველოს შსს 1998 წლის 3 ივლისის №325 ბრძანებით დამტკიცებულ სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №379

2002 წლის 8 ივლისი

თბილისი

საქართველოს შსს 1998 წლის 3 ივლისის 325 ბრძანებით  დამტკიცებულ სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და კადრების შერჩევა-განაწილების გაუმჯობესების მიზნით,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საქართველოს შსს 1998 წლის 3 ივლისის №325 ბრძანებით დამტკიცებული სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-3 თავის მე-9 პუნქტი შეიცვალოს შემდეგი რედაქციით:

„სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სამმართველოების, სამსახურების და განყოფილებების უფროსებს, მათ მოადგილეებს, ქვეგანყოფილებების უფროსებს, რეგიონალური განყოფილებების უფროსებს, მათ მოადგილეებს, სამწყობრო დანაყოფების უფროსებს და ქვეგანყოფილებების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს შსს მინისტრი ან შს მინისტრის კურატორი მოადგილე, ნომენკლატურის შესაბამისად, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.

2. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.

მინისტრი    პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი                                                          კ. ნარჩემაშვილი