GIG-ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ

GIG-ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 300390000.10.003.024469
77
12/03/2024
ვებგვერდი, 13/03/2024
300390000.10.003.024469
GIG-ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №77

2024 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

 

GIG-ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძ­ველ­ზე:

1. ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქ. №88-ში  185,530 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №03.01.21,083,  №03.01.21.126, №03.01.21.049) შეიქმნას GIG-ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (შემდგომში – GIG-ის თიზ), 10 წლის ვადით.

2. GIG-ის თიზ-ის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის უფ­­­ლე­ბამოსილებას განახორციელებს შპს „საქართველოს ინდუსტრია“ (ს/ნ: 412773627).

3. GIG-ის თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყებად გა­ნი­საზღვროს არაუგვიანეს 2026 წლის  1 დეკემბრისა.

4. GIG-ის თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების მიზნით ორ­განიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2025 წლის 1 დეკემბრისა უზრუნველყოს ამ დადგენილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული შპს „საქართველოს ინდუსტრიის“ მიერ ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქ. №88-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №03.01.21.126, №03.01.21.049 და №03.01.21.083) „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25958 ბრძანებაში მითითებული:

ა) თიზ-ისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთზე ფუნქციონირების დაწყებამდე თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა შემდეგი პირობების დაცვით:

ა.ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის განთავსება წარმოდგენილი სიტუაციური გეგმის (ნახაზის) შესაბამისად;

ა.ბ) სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება;

ა.გ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);

ა.დ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერისა და კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით, ქსელით, ასევე სსიპ – შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან ამავე სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა;

ა.ე) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში სსიპ – შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;

ა.ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა;

ბ) ფიტოსანიტარიული და ვეტერინარიული კონტროლის პროცედურების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

5. GIG-ის თიზ-ის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით დაშვებულ იქნეს მხოლოდ საქონლის, საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება.

6. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი აღჭურვოს სტაციონარული საავტომობილო რენტგენო-სკანერით ან/და ხელბარგის სკანერით მოთხოვნიდან ერთი წლის განმავლობაში.

7. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისად  GIG-ის თიზ-ის ტერიტორიისა და საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

8. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2024 წლის 31 მარტისა საქართველოს მთავრო­ბასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შე­ქმ­ნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შე­სახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულებათა შე­სა­ხებ ხელშეკრულება.

9. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივნისისა შეიმუშაოს და საქარ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესათანხ­მებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გა­ნა­შენიანების დეტალური გეგმა.

10. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, GIG-ის თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებამდე წარადგინოს შესაბამისი გარანტია „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 იანვრის №25 დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.

11. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, GIG-ის თიზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველ­ყოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

მუხლი 2
სახელმწიფო მომსახურება და ზედამხედვე­ლობა GIG-ის თიზ-ში განხორციელდეს თიზ-ის ფარგლებს გარეთ განთავსებული სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით.

 

მუხლი 3
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა­მინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზ­რუნ­ველყონ აღნიშნული დადგენილების შესრულების მიზნით კა­ნონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელება.

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე