„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2024
ძალაში შესვლის თარიღი 15/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.024468
76
12/03/2024
ვებგვერდი, 13/03/2024
010240030.10.003.024468
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №76

2024 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2023, 010240030.10.003.024359) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს დებულების“:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ახალგაზრდობის საქმეთა  დეპარტამენტი.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, კოორდინაცია და ანგარიშგება;

ბ) ახალგაზრდობის სფეროს, ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობა;

გ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე, ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა;

დ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობა და, საჭიროების შემთხვევაში, ამ მიმართულებით მათი საქმიანობის კოორდინაცია;

ე) ახალგაზრდობის სფეროს განვითარებისთვის, გაძლიერებისა და ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შესაქმნელად კოორდინაციის გაწევა;

ვ) ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 15 მარტიდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე