დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 11/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.104.016555 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №
43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №43 დადგენილებაში ((www.matsne.gov.ge, 29/12/2023, 190020020.35.104.016545) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი თავი I წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი. განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 25 663.13 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 14,618,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები. განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10 280.2 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 6. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 764.6 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 7. წალენჯიხის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 18 499,5 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 8. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს წალენჯიხის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9 777,3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: 1. განისაზღვროს წალენჯიხის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 10 177,3 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს წალენჯიხის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 400.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
2. განისაზღვროს წალენჯიხის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 400.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2,613.7 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 11. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -2,865.7 ათასი ლარის ოდენობით. – განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 ლარის ოდენობით. – განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 2,865.7 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 12. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება – განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -252.0 ათასი ლარის ოდენობით. - განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 0 ათასი ლარის ოდენობით. - განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 252.0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 13. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსების მიზნით შექმნილი სარეზერვო ფონდი განისაზღვროს 198.0 ათასი ლარის ოდენობით.
თავი II წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2024-2027 წლებისთვის, პროგრამები/ქვეპროგრამები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები
მუხლი 14. ინფრასტრუქტურის განვითარება ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 11 364,02 ათასი ლარით:
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
ა.ა) გზებისა და ხიდების მშენებლობა რეაბილიტაცია
ა.ბ) შიდა გზებისა და ხიდ-ბოგირების მოვლა-შენახვა
ბ) წყლის სისტემის განვითარება
ბ.ა) წყლის სისტემების მშენებლობა და რეაბილიტაცია
ბ.ბ) წყლის სისტემების ექსპლოატაცია ქ.წალენჯიხაში
ბ.გ) წყლის სისტემების ექსპლოატაცია ქ.ჯვარში
გ) გარე განათება
გ.ა) გარე – განათების ექსპლოატაცია ქ.წალენჯიხაში
გ.ბ) გარე – განათების ექსპლოატაცია ქ.ჯვარში
დ) კეთილმოწყობის ღონისძიებები
დ.ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების კეთილმოწყობის ღონისძიებები.
დ.ბ) კეთილმოწყობის ღონისძიებები ქ. წალენჯიხაში
დ.გ) კეთილმოწყობის ღონისძიებები ქ. ჯვარში
ე) სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
ვ) საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა, ფასადების და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა
ზ) საპროექტო-სახარჯთღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და საზედამხედველო ინსპექტირების მომსახურების ხარჯი
თ) სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და საპრევენციო ღონისძიებების დაფინანსება
მუხლი 15. მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2 531.15 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ა) ჯანმრთელობის დაცვა
ა.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
ა.ბ) ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტების სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება
ა.გ) ფსიქიკურ ავადმყოფთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა
ა.დ) თირკმლის დიალეზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა
ა.ე) იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა და ზოგიერთ სხვა დაავადებით შეპყრობილ პაციენტთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა
ა.ვ) აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა
ა.ზ) 0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება
ა.თ) ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ბენეფციართა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერის ქვეპროგრამა.
ა.ი) ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა.
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
ბ.ა) მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარებები
ბ.ბ) ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
ბ.გ) საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარება
ბ.დ) მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანთა ყოველთვიური ფულადი დახმარება
ბ.ე) შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა
ბ.ვ) დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება
ბ.ზ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა
ბ.თ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური მხარდაჭერა
ბ.ი) სტაციონარული მკურნალობის შემდგომ ბინაზე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ოჯახების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა
ბ.კ) სოციალურად დაუცველ წარმატებულ და უმაღლესი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა სწავლის თანადაფინანსება და ფინანსური წახალისება
ბ.ლ) სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფა
ბ.მ) პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფა.
გ) სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა
დ) სარიტუალო მომსახურება დ.ა) ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯი
დ.ბ) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი
ე) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა
ვ) ვეტერანთა საბჭოს ხელშეწყობა
ზ) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა
თ) მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა
მუხლი 16. გარემოს დაცვა გარემოს დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია, პრიორიტეტის დასაფინანსებლად განისაზღვროს 1 764,90 ათასი ლარი. გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ა) დასუფთავება და ნარჩენების გატანა
ა.ა) დასუფთავება და ნარჩენების გატანა ქ.წალენჯიხის ტერიტორიაზე
ა.ბ) დასუფთავება და ნარჩენების გატანა ქ.ჯვარის ტერიტორიაზე
ბ) ჩამდინარე წყლების მართვა
ბ.ა) ჩამდინარე წყლების მართვის სისტემის ექსპლოატაცია ქ. წალენჯიხაში
ბ.ბ) ჩამდინარე წყლების მართვის სისტემის ექსპლოატაცია ქ. ჯვარში
გ) გამწვანების ღონისძიებები
გ.ა) გამწვანების ღონისძიებები ქ.წალენჯიხის ტერიტორიაზე
გ.ბ) გამწვანების ღონისძიებები ქ.ჯვარის ტერიტორიაზე
დ) უპატრონო ცხოველების ოპერირება
დ.ა) უპატრონო ცხოველების ოპერირება ქ.წალენჯიხის ტერიტორიაზე
დ.ბ) უპატრონო ცხოველების ოპერირება ქ.ჯვარის ტერიტორიაზე
მუხლი 17. განათლება განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5 425.2 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება
ბ) საჯარო სკოლების დაფინანსება.
გ) საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსფორტით უზრუნველყოფა.
მუხლი 18. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2 749.78 ათასი ლარი. პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა
ა.ა) სპორტული ცენტრის დაფინანსება
ა.ბ) ფეხბურთის განვითარების ცენტრი
ა.გ) სპორტული ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია
ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა
ბ.ა) კულტურის ცენტრის დაფინანსება
ბ.ბ) სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფინანსება
ბ.გ) კულტურული ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია
ბ.დ) კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლების არქეოლოგიური კვლევა და მონიტორინგი
გ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
დ) ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა
მუხლი 19. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 60.0 ათასი ლარი. ეკონომიკური განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ა) სასოფლო-სამეურნეო მიწის საკადასტრო აზომვითი სამუშაოები
ბ) სოფლის მეურნეობის განვთერების ხელშეწყობა
გ) მეწარმეთა საქმიანობის ხელშეწყობა
დ) ტურიზმის ხელშეწყობა
მუხლი 20. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯი (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწობის პროგრამის ხარჯებს, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს.
ა) წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
ა.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულო.
ა.ბ) მუნიციპალიტეტის მერია
ა.გ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება
ბ) მ.გ.ფ-სა და მუნიციპალიტეტის სხვა ვალდებულებების დაფარვა.
თავი III წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 21. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
თავი IV მარეგულირებელი ნორმები მუხლი 22 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 23 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 24 2024 წლის განმავლობაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 25 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 26 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე. 2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 27 პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 28 მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 04-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2024 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. მუხლი 29 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. მუხლი 30 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 270.00 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 195.0 ათასი ლარი; ბ) კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განყოფილებისთვის 75.0 ათასი ლარი 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 31 2024 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 198.0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები