„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016728
21
11/03/2024
ვებგვერდი, 12/03/2024
280010000.35.137.016728
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2024 წლის 11 მარტი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/05/2019, 280010000.35.137.016451), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარს, რომელიც არის ონკოლოგიური ავადმყოფი, მასზე სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება გაიცეს კალენდარული წლის პერიოდში ორჯერადად 70%-ით.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარს, რომელსაც ესაჭიროება ორთოპედიული    ენდოპროთეზირება (მენჯ-ბარძაყის სახსარი), დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 7000 (შვიდი ათასი) ლარისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი