დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/106 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016849 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016489) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სააგენტოს ფუნქციებია: ა) კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის და წარმოების განვითარების მიზნით ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების და მხარდაჭერის ინსტრუმენტების შემუშავება და განვითარება; გ) დამწყები მეწარმეობის მხარდამჭერი ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით; დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან, ბიზნესასოციაციებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან, საგანმანათლებლო და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან მხარდამჭერი პროგრამების შემუშავების მიზნით კონსულტაციების გამართვა; ე) კერძო სექტორს, აკადემიურ წრეებს, მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის პარტნიორობისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა; ვ) საწარმოების დახმარება საფინანსო ინსტიტუტებთან, ინვესტორებთან, მესამე პირებთან, მარკეტინგულ კომპანიებთან და მედიასთან კონტაქტების დამყარებაში; ზ) საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს საექსპორტო პოტენციალის წარმოსაჩენად მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; თ) საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების და კომპანიების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება; ი) საექსპორტო ბაზრების იდენტიფიცირება და აღნიშნულ ბაზრებზე შესვლის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება; კ) პრიორიტეტული სექტორების შერჩევა და ამ სექტორებში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ლ) პოტენციური ინვესტორებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და არსებული ინვესტორი კომპანიების მხარდაჭერა; მ) დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა; ნ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; ო) სააგენტოს სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად პროგრამების მონიტორინგი, ანალიზი და შეფასება.“. 2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 4 1 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41 . დირექტორს თანამდებობრივად ექვემდებარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი." 3. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოში ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები: ა) მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი; ბ) ფინანსური პროცესებისა და რისკების მართვის დეპარტამენტი; გ) მიკრომეწარმეობის განვითარების დეპარტამენტი; დ) ინვესტიციების დეპარტამენტი; ე) ექსპორტის დეპარტამენტი; ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ზ) დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების დეპარტამენტი; თ) ანალიზის, მონიტორინგის და შეფასების დეპარტამენტი.“. 4. მე-5 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12 . მიკრომეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) დამწყები ბიზნესის განვითარება სახელმწიფო წამახალისებელი პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების გზით; ბ) „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ორგანიზება და განხორციელება; გ) სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართული მიკრო და მცირე ზომის ბენეფიციარებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა; დ) „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის „სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების მიზნით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საკონსულტაციო ცენტრების ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ე) პროგრამის ორგანიზების, განხორციელებისა და მართვის მიზნით საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის შექმნა და დანერგვა; ვ) დაინტერესებული პირებისთვის ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების შესახებ ადგილზე და დისტანციური არხების საშუალებით (სატელეფონო ცენტრი და სხვ.) კონსულტაციის გაწევა; ზ) მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“. 5. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41 . დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; ბ) დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მართვა; გ) დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების ხელშემწყობი პროგრამების ფარგლებში დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციის გაწევა/ინფორმაციის მიწოდება და პროგრამის ბენეფიციარების ტექნიკური მხარდაჭერა; დ) დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობის მიზნით ფინანსურ ინსტიტუტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ე) დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების ორგანიზების, განხორციელებისა და მართვის მიზნით საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის შექმნა; ვ) დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობის მიზნით, სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები