დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2022 წლის 13 სექტემბრის №159-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45ძ-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.33.062.016138 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2022 წლის 13 სექტემბრის №159-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს თავდაცვის კოდექსის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 ოქტომბრის №426 დადგენილების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 18 დეკემბრის №124 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 2 თებერვლის №2 დადგენილებისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2022 წლის 13 სექტემბრის №159-ძ/ს ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 19/09/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.33.062.016130) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანების დანართით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ)კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას ტერიტორიული ორგანოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შვებულების, დროებითი შრომისუუნარობის და მივლინების საკითხებზე;“; გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები