დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმეის ადგილებისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 821 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 01/09/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.007.668 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.007.668
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №821
2005 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №56, მუხ. 489) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” საბაჟო გაფორმების განყოფილებას – ქ. თბილისი, ჭირნახულის I შესახვევი №7; ქ. თბილისი, იუმაშევის ქ. №14; ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38; ქ. გურჯაანი, ნონეშვილის ქ. №1; ქ. მცხეთა, ნარეკვავის დასახლება, ნატახტარის ქ. №1; მცხეთის რ-ნი, ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ. №105ა; ბორჯომის რ-ნი, სოფელი ჩითახევი.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები